დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

access_time2016-09-12 19:04:19

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების ძალიან დიდი კერა" - ასე შეაფასა მედიასთან საუბრისას პირველმა ვიცე-პრემიერმა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს" დაფინანსებით ქუთაისში განხორციელდება.

 


ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში საფუძველი ჩაეყრება განათლების, მეცნიერებისა და ქვეყნის ინტელექტუალური რესურსების სრულიად ახალ სტანდარტებს. მილიარდი ევროს ღირებულების სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეგაპროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ"აფინანსებს.

 


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს, რომლის დაფინანსებითაც განხორციელდება ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქალაქ ქუთაისში. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ძალიან დიდი კერა ახალი განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ შეიქმნას რეგიონალური ცენტრი, რადგან მოგეხსენებათ, რომ სტუდენტები, რომლებიც აქ ისწავლიან, აუცილებლად გახდებიან ჩვენი ელჩები მას მერე, რაც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პერეზენტაციაზე ითქვა, საუნივერსიტეტო ქალაქში განლაგებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეშვეობით ქვეყანაში შეიქმნება ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური კადრების ბაზა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა დარგის მიმართულებით. შეიქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც ამერიკული და ევროპული სტანდარტის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. გამოგონებები და ინოვაციები, ისევე როგორც გამოყენებითი მეცნიერებები, ინტერდისციპლინარული პროგრამები და კვლევები შექმნის მათ კომერციალიზაციის და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების საუკეთესო პირობებს.

 


ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში უდიდესი და ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი იქნება.

 

 



Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...


მსგავსი სიახლეები

up