დიმიტრი ქუმსიშვილი – "ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები მშენებლობის პროცესში 20 ათას სამუშაო ადგილს შექმნის"

დიმიტრი ქუმსიშვილი – "ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები მშენებლობის პროცესში 20 ათას სამუშაო ადგილს შექმნის"

access_time2016-10-05 10:00:00

680 მლნ. აშშ დოლარი დაიხარჯება 8 მასშტაბური პროექტისთვის, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში განხორციელდება. ამის შესახებ "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა. ფონდის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

 


„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ძალიან სასიხარულოა, როდესაც თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, იღებს გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბოს ტურიზმის განვითარების ფონდი, სადაც უკვე დღეს დაწყებული პროექტების მოცულობა არის 680 მილიონი დოლარი. ეს პროექტები მომავალში შექმნის 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს და მშენებლობის პროცესში 20 ათას სამუშაო ადგილს" - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და სასტუმროების მართვის კომპანიის ჩამოყალიბების მიმართულებით. „დღეს თანაინვესტირების ფონდმა და ტურიზმის განვითარების ფონდმა შექმნეს სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც უკვე ლიცენზირებულია „მარიოტების ქსელის" მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, დამატებით გაუწიოს კონსულტაციები იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ შესვლა სასტუმრო ბიზნესში, რომლებსაც უნდათ ხარისხის ინფრასტრუქტურაზე კონსულტაცია და მთლიანად ამ მიმართულების განვითარება" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



საქართველოს თანაინვესტრირების ფონდის ინფორმაციით, დასახელებული 8 პროექტიდან სამ კომპლექსში უკვე შემოსულია "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection. ეს პროექტებია სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკსა და სასტუმრო შეკვეთილში. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. პროექტებს შორის არის ასევე განმუხურში 190 ნომრიან სასტუმრო და 100 ჰექტარზე მეტი ფართის მქონე ბოტანიკური ბაღი, რომლის პრეზენტაციაც განმუხურში რამდენიემ დღის წინ შედგა.

 


როგორც ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება.

 


ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. მათი ინფორმაციით, ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.

 

 




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up