დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა, რათა გარემოს მდგრომარეობა გაუმჯობესდეს

დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა, რათა გარემოს მდგრომარეობა გაუმჯობესდეს

access_time2016-06-08 13:27:39

,,ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს,-‘’განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე ,,გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე გააკეთა.


კონფერენცია სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს მასპინძლობს.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიების ქვეყანაში ჩატარება მნიშვნელოვანია.



,,დღეს მინისტერიალზე იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მწვანე ეკონომიკის განვითარება, როგორიც არის მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ასევე, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნების, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და, რა თქმა უნდა საკითხები, რომელიც იქნება დღეს განხილული მინისტერიალის მიმდინარეობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდგომში ისინი უნდა აისახოს იმ სტრატეგიებში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და იმ სამოქმედო გეგმებში, რაც უკვე ყველა ჩვენგანის კეთილდღეობასა და ცხოვრების შესაბამის გარემოზე უნდა აისახოს,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


გარემო ევროპისათვის პროცესი წარმოადგენს  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა  დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები  3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.


,, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ევროპიდან, ასევე OECD-ის ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს,-‘’განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში,  მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“



საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up