დიმიტრი ქუმსიშვილი - მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს

დიმიტრი ქუმსიშვილი - მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს

access_time2018-05-30 14:04:17


 ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მშპ-ს პოტენციური დონის ზრდას „მაჩვენებლები, რომელიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, არის იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების შედეგი, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე და  დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით,  საქართველოს მთავრობა  აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. 


მისივე შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.



„რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის  შემოღების შესახებ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული მექანიზმის სქემაზე და გარწმუნებთ, რომ ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება,“ –აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


„საქსტატმა“ დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც, წინასწარი შეფასებით, აპრილის თვეში 6.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთი  მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ  ჭრილში  2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2018 წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.

 





კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up