დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გამყარებას რეგიონული პროცესებით ხსნის

დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის გამყარებას რეგიონული პროცესებით ხსნის

person access_time2016-03-18 14:54:25

ძნელია იმის თქმა, სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარი – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეროვნული ვალუტის კურსის ბოლოდროინდელ გამყარებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში ვალუტები მყარდება და ეს შესაბამისად აისახება ლარის კურსზე.  

 

მისი განმარტებით, ლარის გამყარების ერთერთი ფუნდამენტური მიზეზი არის მოლოდინები რომელთაც ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  ზოგადად ეკონომიკა მოლოდინებზეა დამყარებული. 

 

„ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, დაიწყეს მათი გადაყვანა უცხოურ ვალუტაში დოლარში. და ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, რომლის მიხედვითაც დანაზოგები უცხოურ ვალუტაში იზრდებოდა... აქვე იყო მოლოდინები, რომ ჩვენმა კომპანიებმა და მოქალაქეებმა ზედმეტად გადაახურდავეს დოლარში დანაზოგები, შესაბამისად, ახლა კერძო სექტორს დანახარჯები აქვს ლარში და ახლა მათ უწევთ ამ დოლარის უკან გადმოხურდავება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 



მისი თქმით, ლარი ეფექტურ კურსთან მიმართებაში იყო გაუფასურებული და ახლა ვუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს, რომელიც უნდა გვქონდეს.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ძნელია იმის თქმა, სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარი.


„რეგიონში ვალუტები მყარდება და ეს შესაბამისად აისახება კურსზე,“– განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ლარის დღევანდელი ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2,3157–ია. ექსპერტთა ნაწილი ლარის გამყარებას გიორგი ქადაგიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან  წასვლას უკავშირებს. 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up