დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში მაღალტექნოლოგიურ კორპორაციას ეწვია

დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში მაღალტექნოლოგიურ კორპორაციას ეწვია

access_time2016-03-08 11:09:18

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ისრაელის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კორპორაციის „Elbit Cyclone“-ის საწარმოები დაათვალიერა. 


ანალოგიური პროფილის ქარხანას ისრაელის კომპანია საქართველოშიც აშენებს, სადაც დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისგან დამზადებული დეტალები, მისი მომხმარებლები კი სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის წამყვანი წამომადგენლები Boeing, Airbus, Bombardier და სხვები იქნებიან. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.  


აღნიშნულ პროექტს „Elbit Cyclone“-ი საქართველოს საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ახორციელებს. ისრაელში ასევე იმყოფება ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა. 


საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქარხანა საქართველოში 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე, ის 60 სპეციალისტს დაასაქმებს, თუმცა საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, სადაც ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება. მათ გადაამზადებენ ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები. 



ქარხანაში თანამშრომლების სამუშაოდ აყვანა მოხდება გამჭვირვალედ, კონკურსის წესით. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. 


როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის „Elbit Cyclone“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოში საწარმოს მშენებლობის პროექტი წინასწარი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამჟამად უკვე დასრულებულია ქარხნის ტექნიკური დიზაინი და აღჭურვილობის სპეციფიკაცია. 


უახლოეს მომავალში საწარმოსთვის მანქანა-დანადგარების მიწოდების პროცესი დაიწყება. აღინიშნა ისიც, რომ სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ერთერთმა მსხვილმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, შეუკვეთოს ქართულ საწარმოს პირველი პროდუქცია.  


საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდს გაწეული მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ, მშენებარე მაღალტექნოლოგიური საწარმო დადგენილ ვადებში ამოქმედდება. 

 

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-თან ერთად სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების  მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. 


ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა „Elbit Cyclone“-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს.



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up