დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების განვითარება“

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების განვითარება“

access_time2018-05-17 18:00:23


„ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში, რომელიც დღეიდან დაიწყებს H&M“-ის პროდუქციის წარმოებას და ასევე მოლაპარაკების პროცესშია „ზარასთან“ და „ბენეტონთან.“ ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.


შპს „ემჯიემტექსის“ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.


საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.



„ასეთი პროექტები პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ძირითადად აქ ქალბატონები არიან დასაქმებულები, ასევე ეს არის კომპანია, რომლის ნაწარმიც ძირითადად ექსპორტზე გავა და ეს ძალიან წაადგება საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შპს „ემჯიემტექს“ წარმომადგენლების ინფორმაციით, საწარმო წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.


კომპანიამ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის მოცულობა, საწყის ეტაპზე, შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47-ში არის განთავსებული.


ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 7 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით, საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტიორებთან დაკავშირებაში.




საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი
person access_time2018-10-19 17:30:00
„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ. 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას...

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა
person access_time2018-10-19 16:30:33
2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა. რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში...

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ
person access_time2018-10-19 15:30:08
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ,  — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებაში. არასამართავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების...


მსგავსი სიახლეები

up