დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს შეხვდა

access_time2016-07-27 10:02:36

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა. შეხვედრა შანხაიში ჩინური კორპორაციის შტაბ–ბინაში გაიმართა.


შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე და ყურადღება გაამახვილა ჩინური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით.



შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაციის ინტერესებზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში, წლის განვლილ პერიოდში, ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, შესაბამისად, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.


შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო ღირსეულად იქნას წარმოდგენილი შანხაის რეგიონის ღვინის ბაზარზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ჩინეთთან მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ითქვა, რომ დიალოგი ქვეყნებს შორის ამ საკითხზე წარმატებულად მიმდინარეობს და შეთანხმების გაფორმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up