რუსეთს ავსტრიიდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე სარკისებური რეაქცია ექნება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის ავსტრიის მიერ რუსი დიპლომატის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატის გაძევებაზე კომენტარი ავსტრიაში რუსეთის საელჩომაც გააკეთა. მათი განმარტებით, მოსკოვის „სარკისებური რეაქცია“ დიდხანს არ დააყოვნებს.
„აღშფოთებული ვართ ავსტრიის ხელისუფლების მიერ მიღებული უსაფუძვლო გადაწყვეტილებით, რაც რუსეთ-ავსტრიის კონსტრუქციული ურთიერთობისთვის საზიანოა. დარწმუნებული ვართ, რომ ამას მოსკოვის სიმეტრიული რეაგირება დაუყოვნებლივ მოჰყვება“, - განაცხადეს საელჩოში.
ცნობისათვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ავსტრიამ რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყის დასატოვებლად ვადა 1-ელ სექტემბრამდე მისცა. მედიის ინფორმაციით, დიპლომატის გაძევება ჯაშუშობის საქმეს უკავშირდება.
ipn.ge