დიმიტრი პესკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა თავად განაცხადა.
ბოლო, 12 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. ამრიგად, რუსეთი მსოფლიოში ამ მაჩვენებლით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge