დიმიტრი მედვედევი - 2008 წლის აგვისტოს ომი დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი არ ყოფილა

დიმიტრი მედვედევი - 2008 წლის აგვისტოს ომი დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი არ ყოფილა

access_time2021-09-18 13:17:50

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრობს.


მისი თქმით, 2008 წლის კონფლიქტი არ ყოფილა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი - მომდევნო წლების განმავლობაში ნარჩუნდებოდა კონტაქტები და სხვადასხვა საკითხებზე პროდუქტიული განხილვები მიმდინარეობდა.


კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეწოდოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაციების დასაწყისი, მედვედევმა უპასუხა, რომ არა. „არ შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ პირობითად, კოლექტიურმა დასავლეთმა, გერმანიამ და ჩემი შეხედულებით, კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ პერიოდში დიდი სიბრძნე გამოიჩინა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დაენგრია“ - აცხადებს მედვედევი.



ის მიიჩნევს, რომ მაშინ მომხდარი „ის ტრიგერი გახდა, რომელმაც აამუშავა შეუსაბამობის მექანიზმი რუსეთსა და ევროკავშირს შორის“.


ანგელა მერკელთან 2008 წლის 15 აგვისტოს სოჭში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას, მედვედევმა განაცხადა, რომ მათი შეფასებები, რა თქმა უნდა, არ დაემთხვა. „თუმცა, მე როგორც მივხვდი, მერკელიც და პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ჩვენ არ ვიყავით მთელი ამ მოვლენების ინიციატორები და რომ საუბარი მიდიოდა მართლაც საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან თავდასხმაზე, უფრო სწორად, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ავანტიურაზე, რომელიც მან ჩაიდინა ამერიკელების რჩევის შემდეგ, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, რის გამოც ის დაისაჯა. თუმცა, შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალა გამომეყენებინა, ჩამეტარებინა სპეციალური საჯარისო ოპერაცია, არამედ შემდეგ საქართველოს ეს ორი ნაწილი გვეღიარებინა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები“ - აცხადებს მედვედევი.

წყარო: ინტერპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up