ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს, - ინფორმაციას ამის შესახებ ekhokavkaza ავრცელებს.
მედოევმა საქართველოს პრეზიდენტს ურჩია საერთაშორისო ინსტანციებს რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართოს. „ჰუმანიტარული კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების თავებში უნდა ეძებონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოშიმშილე ბაშვებს, რომელთა რიცხვი ზღვარს გადასცდა“, - განაცხადა მედოევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ საქართველოში არ აწარმოებენ და მათი წარმომავლობა უცნობია. „მათი სერტიფიცირება სამხრთ ოსეთში არ მომხდარა და შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის აფთიაქებში გასაყიდად ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა მედოევმა.
Imedinews.ge