დიმიტრი გაბუნია- პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია

დიმიტრი გაბუნია- პირი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია

access_time2018-11-12 16:59:59

პირი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვისდა სამხედრო შენაერთის წევრია, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც გაბუნია ამბობს, პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს აქვს მტკიცებულებები, როგორც აუდიო, ასევე წერილობითი, რომ აღნიშნულმა პირმა სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა. ეს მტკიცებულებები, გაბუნიას თქმით, უკვე დართულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

 

„ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ სიცრუესთან და ტყუილთან ადგილი არ არის. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი.

 


ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის ფეიკი. არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-მ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. ძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე, ეს არის სსკ-ს 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის ან სხვა მსგავს მუქარას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე. ეს განცხადება არ ყოფილა ტყუილი ან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

 

მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს ამ პირის დაკავება ან შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება.

 

ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი.

 

საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე,- განაცხადა გაბუნიამ.





ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up