დიმიტრი გაბუნია - „ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი, მერიის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“

დიმიტრი გაბუნია - „ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი, მერიის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“

access_time2018-02-06 09:59:39

ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ამავე ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე თბილისის მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა. მოსახლეობა ამავე ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.



"თბილისის მერიამ, მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის მეშვეობით დღის ბოლოს გვაცნობა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. ეს არის ცუდი პრეცედენტი და ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო თბილისის მერიამ, ბატონი მერის, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თბილისი იქნებოდა სიცოცხლით სავსე ქალაქი. მისი მოქმედებები, დაწყებული 2018 წლის 15 იანვრიდან დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის მხრიდან, რომელთაც მე წარმოვადგენ, არის აღქმული, რომ ჩვენ მივიღეთ ბეტონით სავსე ქალაქი", - განაცხადა გაბუნიამ.



გაბუნიას თქმით, თბილისის მერიდან მიღებულ უარს ის თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს და სასამართლოს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის ნებართვის შეჩერება.



"მე პირადად და მოსახლეობას არ გვინდოდა, რომ კონფლიქტი გამწვავებულიყო. ჩვენ მივიღეთ ატენის ქუჩის ორი დაპირისპირებული მოსახლეობა და ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის. ყველა იმ ქმედებაზე, რაც შეიძლება დღევანდელი დღიდან მოხდეს ატენის ქუჩაზე, კერძოდ, მშენებლობის წარმოების პროცესში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში მოქმედებების განხორციელებას, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ თბილისის მერიას კახა კალაძის თამადობით. შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილებით მან აიღო მძიმე პასუხისმგებლობა თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე. მე არ მინდა ჯერ ამაზე ვისაუბრო, თუ რა მოტივები ამოძრავებდა ბატონ მერს ამ გასაწყვეტილების მიღებისას, ეს აუცილებლად გამოაშკარავდება, რადგან ჩვენ ამ თემას ბოლომდე მივყვებით", - განაცხადა გაბუნიამ.




ამასთან, დიმიტრი გაბუნია გეგმავს, რომ მიმართოს პროკურატურას და მოითხოვოს ყველა იმ თანამდებობის პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს წინა გადაწყვეტილება არ გაითვალისწინეს.


"ჩვენი მოქმედებები იქნება რადიკალური. სამართლებრივი სივრციდან ჩვენ გასვლას არ ვაპირებთ. ამ დღეებში სასამართლოს პასუხის შემდეგ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ სტარასბრუგის სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. ჩვენ უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გვექნება ევროპული კონვენციით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი მივიღოთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა გაბუნიამ.

IPN



“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
access_time2021-01-22 13:50:33
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება
access_time2021-01-22 13:15:36
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა...


მსგავსი სიახლეები

up