დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“

დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“

access_time2019-10-31 13:07:36

რადიო „კომერსანტზე“ გადაცემაში „პროფესიონალები“ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა.


„ეს ცვლილებები მოიტანა დრომ და იმ ეკონომიკურმა ვითარებამ, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა. ეკონომიკის განვითარების პარალელურად, უნდა გაჩნდეს ახალი სტანდარტები და რეგულაციები. კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი, იყო იდეის დისკრედიტაციის მცდელობაც. თუმცა, ვფიქრობ რომ ეს ვერ შეძლეს“-აცხადებს ცქიტიშვილი.


მისივე განმარტებით,კანონს კეთილშობილური მიზნები აქვს. მათ შორის, უნდა ხდებოდეს ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა, უკეთესი სამუშაო პირობების შექმნა და ისეთი რეგულაციების მიღება,რომლებიც ბიზნეს სექტორისთვის უმტკინვეულო იქნება.


როგორც ცქიტიშვილი განმარტავს,ასეთი ბიზნესი ადაპტირებული იქნება საერთაშორისო ბაზრებზე და კომპანიებს შეეძლებათ კონკურენციის გაწევა. მოგების მაქსიმალიზაცია ადამიანის ხანგრძლივი მუშაობის ხარჯზე არ არის დასავლური ეკონომიკისა და ბიზნესის გზა. ბიზნესი ვერ ვითარდება ამ სტრატეგიით. მისივე ინფორმაციით, დასავლური სტანდარტებით მნიშვნელოვანია ადამიანის მოტივაცია, შრომის პირობების გაუმჯობესება, აუცილებელია ხელი შევუწყოთ ადამიანს, რომ ის უფრო პროდუქტიული იყოს სამუშაო გარემოში.



„კითხვები არსებობდა ზეპირ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ის კანონს მიღმაა და ავტომატურად გადადის ჩრდილოვან ნაწილში. კანონმა ერთი თვის შემდეგ ზეპირი ხელშეკრულება უნდა ცნოს, რათა დასაქმებული ადამიანის დაცვა შეგვეძლოს. შრომითი უსაფრთხოების საკითხები სამხრივ კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ბიზნეს ასოციაციებს, პროფკავშირებს, სამოქალაქო სექტორის შორის, სახელმწიფო კი უნდა იყოს მედიატორი. მან უნდა შესთავაზოს გარკვეული სტანდარტი, უზრუნველყოს დიალოგი, რომლითაც სოციალურ კონფლიქტებს თავიდან ავირიდებთ“-აცხადებს ცქიტიშვილი.


მისივე განმარტებით, ადამიანი, თუ ხედავს რომ მას უფლებები ერღვევა, კანონში დადგენილია გარკვეული სტანდარტები და დაცვის მექანიზმები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. „40 ათასი განთავისუფლებულიდან მხოლოდ ათასმა მიმართა სასამართლოს და უმეტესობამ მოიგო. თუმცა, პროცედურულად დიდი დროა საჭირო. თან ეფექტური გზა არ არის. ინსპექცია კი უნდა იყოს ორგანო,რომელიც მოახდენს პრევენციას და აღკვეთას. ინსპექციის არსებობა არ გამორიცხავს არც სასამართლოს, არც სახელმწიფო დამცველის ჩართვას, ეს უნდა იყოს მყისიერი რეაგირების საშუალება,რომელიც უნდა გახდეს უფლებაწართმეული ადამიანის პარტნიორი. საუბარია მაღალ სტანდარტებზე, ეს არის ბრენდის მაღალი რეპუტაციის წინაპირობა. ეს სტანდარტი მოგვცემს საშუალებას,რომ ახალი საინვესტიციო კლიმატი შევქმნათ ქვეყანაში,“ - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.


ნათია კეკენაძე




დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....


მსგავსი სიახლეები

up