დიმიტრი ცქიტიშვილი - „მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს“

დიმიტრი ცქიტიშვილი - „მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს“

access_time2019-09-20 17:05:50

შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.


„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.


დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.



მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.


„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დასაქმებულებს ნორმალური სამუშაო გარემო უნდა ჰქონდეთ, რაც დღეს მოქმედ კანონში უკვე გაწერილია.„აქ კი საუბარია, რომ უფრო ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები იყოს, რათა არსებულ კანონში რამე ხარვეზები ვინმემ ისე არ გამოიგონოს, რომ ჩვენი მოქალაქეების შრომის ექსპლუატაცია მოახდინოს“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, ცვლილებების ინიცირება სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მოხდება.


„ამ პროცესში ძალიან ინტენსიური განხილვები წარიმართება. პაკეტი საკმაოდ მოცულობითია. განხილვები გვექნება პარლამენტს გარეთაც. ოთხი-ხუთი მრგვალი მაგიდა იქნება სპეციფიკურ, ძალიან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისთვის. ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს შენიშვნების 50 გვერდიანი მასალა, როგორც პროფკავშირებიდან ასევე ბიზნესასოციაციებიდან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამის გაანალიზება ხდება. ამის გათვალისწინებით მოხდება დაინიცირება. შემდეგ კი, საჯარო და საკომიტეტო განხილვები იქნება. ამიტომ ზოგიერთი ბიზნესასოციაცია დროზე ადრე ქმნის პანიკას“, – განაცხადა დეპუტატმა.


1tv.ge




Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...

CNN: 22 მამაკაცი უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი

CNN: 22 მამაკაცი  უფრო მდიდარია, ვიდრე 326 მლნ. აფრიკელი ქალი
access_time2020-01-21 20:30:47
გლობალური უთანასწორობა გავიდა კონტროლიდან ეკონომიკური სისტემების უსამართლობის გამო, რომელიც ზღუდავს ქალების უფლებებს  და აძლევს მილიარდერებს საზოგადოებისთვის უსარგებლო სიმდიდრის დაგროვების საშუალებას - ასეთია საერთაშორისო საქველმოქმედო  ორგანიზაცია Oxfam International-ის კვლევის დასკვნა.   ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს მიიღონ ზომები, რომლებიც შეამცირებს დატვირთვას ქალებზე, რომელიც დაკავებულები არიან ბავშვების და მოხუცების მოვლით. ხშირ...

BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს

 ექიმი დალიკა პაციენტებს ესთეტიკურ ცენტრ Dr. Dalika-ში უმასპინძლებს
access_time2020-01-21 16:50:54
„აქედან გამოსულ მანდილოსანს ნუ გაეარშიყებით, ის შეიძლება ბებიათქვენი აღმოჩნდეს“ - ეს სიტყვები, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი წამყვანი ესთეტიკური ცენტრის სლოგანს წამოადგენდა, პირველად გადაჭარბებულად მომეჩვენა. მაშინ ამ სფეროს ექიმებთან არ მიხდებოდა ურთიერთობა და თვითონ სფეროზეც ნაკლებად მომეხსენებოდა. გავიდა დრო, ჯერ სურვილი გაჩნდა ესთეტიკურ ცენტრში მისვლის, შემდეგ-საჭიროება......

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები
access_time2020-01-21 17:30:18
ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ...


მსგავსი სიახლეები

up