დიღმის მასივში მცხოვრები: „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები  აფეთქების ადგილზე ოპერატირულად  მოვიდნენ

დიღმის მასივში მცხოვრები: „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები აფეთქების ადგილზე ოპერატირულად მოვიდნენ

access_time2019-04-07 18:38:16

 

დიღმის მასივში, იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  მცხოვრების  განცხადებით,  სადაც აფეთქება მოხდა,  კომპანია ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, აფეთქების ადგილზე ყაზტრანსგაზის თანამშრომლები  სასწრაფოზე და სამაშველო სამსახურზე ადრე მივიდნენ. ამასთან,  მოსახლეობის ინფორმაციით, ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო, თუმცა შემთხვევის დროს იქ არავინ იმყოფებოდა.

„წინა კორპუსში ვცხოვრობთ.  საზარელი ხმა გაისმა, დაიმსხვრა შუშები. ჩვენი ბინა არ დაზიანებულა, მეზობლების  შუშები დაიმსხვრა. გამოვედი შემთხვევის ადგილზე და ყაზტრანსგაზის თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და სახანძრო.

 როგორც ამბობს მოსახლეობა, მესამე სართულზე გუშინ გაუქირავებია მაცხოვრებელს ბინა და იქ უკვე შესახლებულები იყვნენ ადამიანები. მეოთხე სართულიდან გამოსულა ადამიანი, მოუკიდებია სიგარტისთვის და აფეთქდა. თვითონ გადმოვარდა და დაეცა მანქანას. ალბათ, ამის შედეგად გადარჩა“,-განაცხადა დიღმის მასივში მცხოვრებმა.

ის მომხდარს მოქალაქეების გაუფრთხილებლობას უკავშირებს, რადგან ამბობს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ 11:50 საათზე შევიდა, ხოლო აფეთქება 12:15 საათზე მოხდა. მოქალაქის განმარტებით, აფეთქების დროს ყაზტრანსგაზის სამსახური უკვე ადგილზე იყო.

 „ალბათ, უფრო მოსახლეობის გაუფრთხილებლობაა, რადგან 11:50-ზე დარეკილი ჰქონდათ და აფეთქება  12:15 , 20 წუთი იყო რომ მოხდა, ყაზტრანსგაზის სამსახური უკვე ადგილზე იდგა.

აფეთქებიდან სადღაც 2 წუთში მე უკვე შემთხვევის ადგილზე ვიყავი, წინა კორპუსში ვცხოვრობ.  114-ის მანქანა იდგა, ჯერ არც სასწრაფო იყო მოსული და არც სახანძრო.ყაზტრანსგაზის თანამშრომელსაც დამწვრობა აქვს მიღებული. დროც ხომ უნდა ადგილზე მოსვლას“,-აღნიშნა აფეთქების ადგილთან ახლოს მცხოვრებმა მოქალაქემ.

დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რამაც კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. შედეგად, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზმა“.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით, დიღის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



თეგები:
აფეთქება



6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up