დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

access_time2016-11-11 10:39:58

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.



აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 450 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა.



ახლად შეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის ძირითადი ნაწილის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.



ტექნიკური სამუშაოების წარმოება, რამოდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.



ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, დღეს, 11 ნოემბერს დილის 11:00 საათიდან, ხვალ, 12 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:



ნაძალადევის რაიონში:


თემქის IV, IX, X და Xა კვარტლებს, თემქის XI მ/რ-ის I კვარტალს, თემქის I მ/რ-ს N1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 33 კორპუსებს, ურეკის, ხევძმარის, შატილის, ირემაშვილის, საჩხერის, სადმელის, ველისციხის, კაკაბაძის, ცოდნისკარის, ტყიბულის, ხვანჭკარის, სარაჯიშვილის, გურამიშვილის, წყალსადენის, არბოს, ჭოპორტის, ლიახვის, ველისციხის, კაკაბაძის, გარიშვილების, პ.გამყრელიძის, ფეიქრების, ერწოს, ქსნის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, იფნის, ზვარეთის, ჟველაურის, ედისის, გოგაშენის, არალეთის, ბჟოლეთის, დვირის, მოლითის, ახალდაბის, ზიგზაგის, გვაზაურის, თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის, ნინუას, ჭყონდიდელის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, წიწამურის, ბაგინეთის, ხვინგიას, ნათაძის, იმერეთის, ბენდელიანის, ცისარტყელას, ხრესილის, გიორგი სააკაძის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, ცინცაძის, სანერგის, ნიკო მარის, სვანეთის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, მანჯგალაძის, ახალქალაქის, კავთისხევის, საყვირის, დეპოს, მეჯვრისხევის, ჯანელიძის, წიკლაურის, გომარეთის, გომბორის, საჭილაოს, გულრიფშის, ურიდიას, ცქიტიშვილის, მიქატაძის, ლიკანის, ვ. თამარაშვილის (ლოტკინის), სურგულაძის, რკინიგზის, ჩაქვის ქუჩებს, ცოტნე დადიანის II მ/რ, სანზონის დასახლების N1, 2, 7, 8, 9, 10, 24, 25, 26, 27 კორპუსებს.




დიდუბის რაიონში:


დიღმის მასივს და წერეთლის გამზირს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება.


წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ორგანიზაციებს და მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწოდებს.


დამატებით ინფორმაციას კომპანია, სამუშაოების წარმოების ადგილიდან, ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გაავრცელებს.



წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის

მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili



„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up