დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობასთან დაკავშირებული ტენდერი ჩაიშალა

access_time2019-10-10 19:45:45

დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობა წელს ვერ დაიწყება. ამის მიზეზი პარკის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის ჩაშლაა.

 

როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ადგილზე მყოფი კომპანია გრინსერვისს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა, რაც ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ ინშაათ საქართველომ გაასაჩივრა.

 

„დიღმის ჭალების საქალაქო პარკთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებული იყო და გასაჩივრდა. ეს იყო ტექნიკური შენიშვნა, რომელიც სხვა პრეტენდენტი კომპანიის მიერ იყო გამოვლენილი და გასაჩივრებული ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც დააკმაყოფილა სააგენტომ. მოგეხსენებათ, დიღმის ჭალები შენდება 8 ჰა ტერიტორიაზე, მტკვრის უჯებირო მონაკვეთზე. იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რომ პარკი მდგრადი იყოს. ჩვენს კანონმდებლობაში არის კონკურენტული გარემო და ტენდერის ჩაშლა არის ბუნებრივი პროცესი. რადგან ახლა საბიუჯეტო წლის დასასრულია, წლის ბოლოს მიზანშეუწონელია ტენდერის გამოცხადება, თუმცა, ვფიქრობთ, მომავალ წელს ტენდერი თავიდან გამოცხადდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

 

როგორც ბითაძე აცხადებს, დიღმის ჭალების ტერიტორია ორ სექციად იყოფა, მტკვრის ნაპირზე და მტკვრის შუაში არსებულ ტერიტორიად.

 

„მტკვრის შუაში არსებული კუნძული უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, თავისი ფლორისა და ფაუნის კუთხით. ამ ტერირორიაზე მერიას აქვს განსაკუთრებნული პოზიცია, რომ არათუ განაშენიანება, პირიქით, დაცულ ტერიტორიაზე უფრო მაღალი სტატუსის მინიჭება გვსურს ამ კუნძულისთვის. რაც შეეხება პარკს, მოწყობილი იქნება საპარკო ინფრასტრუქტურა, თავისი შადრევნებით, ბილიკებით, ველობილიკებით, მედიათეკით და ეს ერთ-ერთი უნიკალური ტერიტორია იქნება. ამ კუნძულისთვის და მისი ბიომრავალფეროვნებისთვის ხელის ხლებას საერთოდ არ ვაპირებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ ხიდს, ის მტკვრის ორ ნაპირს დააკავშირებს ერთმანეთთან და კუნძულზე გადასახედი ექნება, თავად კუნძულზე ჩასვლა კი, მოსახლეობას არ შეეძლება.

 

„ხიდიდან კუნძულზე ჩასასვლელი არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მოთხოვნით, ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე და იქ ბიომრავალფეროვნება უნდა იყოს დაცული ისე, როგორც არის. სანიტარული ჭრებიც კი ადგილზე არ განხორციელდება. პირველად დადგა საკითხი ამ ტერიტორიაზე წავის არსებობის და კუნძულზე ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ, რის შედეგადაც დავიწყეთ საიტის „ზურმუხტის ქსელად“ გადაქცევის იდეაზე მუშაობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

რაც შეეხება „გრინსერვისთან“ დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, როგორც მაია ბითაძე ამბობს, ის ტენდერში გამარჯვებისას არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობს. ამასთან, ბითაძე განმარტავს, რომ „გრინსერვისი“ არც ერთი პარკის მშენებლობაში და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნაში გამარტივებული შესყიდვით არ დაუქირავებიათ.

 

„უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სამსახურის მიერ, მისი შექმნის დღიდან, 2018 წლიდან, არც ერთი შესყიდვა პირდაპირი შესყიდვით არ განხორციელებულა“, - განაცხადა ბითაძემ.

 

ცნობისთვის, თბილისის მერიამ დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. ტენდერის საწყისი თანხა დაახლოებით, 14 მილიონი ლარი იყო.

 

ipn.ge




დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...

„მაკდონალდსში“ მომხმარებელს შემცირებული მენიუ და და ნაკლები თანამშრომელი დახვდება - შეიცვლის თუ არა სწრაფი კვების ობიექტი კონცეფციას

„მაკდონალდსში“ მომხმარებელს შემცირებული მენიუ და და ნაკლები თანამშრომელი დახვდება - შეიცვლის თუ არა სწრაფი კვების ობიექტი კონცეფციას
access_time2020-06-04 12:00:42
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხარებლებს ასევე ბიზნესსაც...

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...


მსგავსი სიახლეები

up