დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა თუ არ შევიმუშავეთ ასე ბიზნესი არ განვითარდება - თემურ ჭყონია

დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა თუ არ შევიმუშავეთ ასე ბიზნესი არ განვითარდება - თემურ ჭყონია

access_time2020-07-02 11:00:23

„იმ პრობლემებიდან გამომდინარე რაც სასტუმროებს დღეს აქვთ, მთავარია სწორი საგადასახადო სისტემის შექმნა. დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა თუ არ შევიმუშავეთ ასე ბიზნესი არ განვითარდება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.


თემურ ჭყონიას განმარტებით, მთავრობამ ყველაზე დაზარალებული სექტორისთვის, მათ შორის სასტუმროებისთვის, შეღავათების და გადავადებების დაწესების ნაცვლად, გადასახადების შემცირება უნდა მოახდინოს.


„სასტუმრო Kobuleti Georgia Palace Hotel & Spa შიდა ტურიზმზე არის გათვლილი, ივლის-აგვისტოსა და სექტემბრის შუა რიცხვებამდე 60-70% ადგილობრივი დამსვენებლები გვყავდა. ის საერთაშორისო სტანდარტები  რაც სასტუმროს აქვს, მომხმარებელი აფასებს და წლების განმავლობაში მუდმივი დამსვენებლებიც გვყავს. ყველა რეგულაციები დავიცავით და შავიზღვისპირეთში ყველაზე დაცული შემოსაზღვრული ტერიტორია გვაქვს. 15 ივნისს გავიხსენით და ჯერჯერობით ხალხი საკმარისად არის, მოლოდინიც კარგი გვაქვს. რაც შეეხება ფასებს, განსაკუთრებული ცვლილება არ ყოფილა, ფასების ცვლილება დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე.



იმ პრობლემებიდან გამომდინარე რაც სასტუმროებს დღეს აქვთ, მთავარია სწორი საგადასახადო სისტემის შექმნა. შეღავათები და გადავადებები კი არ უნდა დააწესონ, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში გადასახადების შემცირება უნდა მოხდეს. ყველაფერი იმაზე უნდა იყოს მორგებული, რომ არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორი არ დაზარალდეს. ამისათვის საჭიროა სწორი საგადასახადო სისტემის შემუშავება, ის უნდა იყოს დიფერენცირებული, მაგალითად შავიზღვისპირეთში სხვა საგადასახადო სისტემა იყოს და მთაში სხვა. დიფერენცირებული სისტემა თუ არ შევიმუშავეთ ასე ბიზნესი არ განვითარდება, ერთიანი საგადასახადო სისტემა იმის ბრალია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მენეჯმენტი და ბიზნესის სწორი მართვა. შეღავათები და მსგავსი სისულელები არ უნდა იყოს, უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება, მაშინ არც სახელმწიფო დაზარალდება და არც ბიზნესი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up