დიეგო კოლასი  - ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც  გპირდებით დახმარებას

დიეგო კოლასი - ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას

access_time2021-06-10 19:00:00

ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


დიეგო კოლასის თქმით, ჯამში, მიზანი არის, რომ მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდანია, პროდასავლური გარემოს გაძლიერება საქართველოში, ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებების შემუშავება, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცება.


„მთელ გუნდს ვულოცავ. 2020 წელი იყო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები დაპირდნენ საქართველოს, რომ კოვიდის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნეთ. იმ დღიდან, 190 მლნ ევრო გამოვყავით კოვიდის პერიოდში, დახმარების სახით. ძალიან ვამაყობთ, რომ არა მარტო დავპირდით ქვეყანას, არამედ შევასრულეთ ერთ თვეში ეს პირობა.


ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გპირდებით დახმარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ის დრო, როდესაც უნდა დავადასტუროთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრამა და დღის წესრიგი, დინამიური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში საქართველოში. ზუსტად ამიტომ არის ეს მემორანდუმი, რომელსაც რამდენიმე წუთში ხელს მოაწერენ ბატონი მინისტრი და ქალბატონი სესილი, ასევე მნიშვნელოვანია, ასეთი მეგობრული სულისკვეთებისთვის, საქართველოსთვის და საფრანგეთისთვის, იმიტომ, რომ 3 წლის განმავლობაში, ეს არის ამბიციური პროგრამა. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ 150 მლნ ევრო იქნება წელიწადში, 3 წლის განმავლობაში, თანასწორ ნაწილებად და ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება, დაახლოებით 30 მლნ ევროს ოდენობით, ამ თანხის ზემოდან. მე მიმაჩნია, რომ ეს საოცარი საქმის შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯამში, ჩვენი მიზანი არის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდანია, გავაძლიეროთ პროდასავლური გარემო საქართველოში, შევიმუშაოთ ფასეულობებზე დაფუძნებული მიმართულებები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ საოცარი ამბები ხდება და მოხდება.


ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო თბილისში ხორციელდება. ძალიან საინტერესო პროექტებია, არა მარტო მწვანე კონცეფციის და ტრანსპორტის სფეროში, არამედ ინკლუზიური პროექტები ხორციელდება საბინაო მეურნეობებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ტრანსპორტის და ზოგადად, განვითარების კონტექსტში მოხდება თბილისის მასშტაბით“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.



მან სხვადასხვა პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით.


„რამდენიმე თვის წინ თბილისს მიენიჭა „წიგნის დედაქალაქის სტატუსი და ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პროექტი განხორციელდება მომავალში. სხვა მაგალითებიც გვაქვს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ხორციელდება, სოფლის მეურნეობის სფეროში, წყლის რესურსების მართვის სფეროში, ირიგაციის სფეროში და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. არა მარტო ახალი აპარატურა, ახალი მანქანა-დანადგარები, ახალი დინამიური განვითარება, არამედ ადგილობრივი დემოკრატიის წეს-ჩვეულებების განვითარებაც მოხდება, განმტკიცება და ეს ყველაფერი მოიტანს წარმატებას. იქნება სხვა პროგრამები სოციალური კოდექსის განვითარებისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რეგიონულ განვითარებაზეც მინდა იგივე ვთქვა. კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ხაზი გავუსვა არის არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს გუნდური მიდგომა და ეს ბუნებრივია, საქართველოს და საფრანგეთს შორის გუნდურ მიდგომას ვგულისხმობ და ეს არის „ჰაშთაგით მეგობრობა ევროპაში, რომელიც ასე შუქდება მედიაში ევროპის მასშტაბით და ასევე მინდა ვთქვა, რომ ტრადიციული პარტნიორები, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს გერმანიაში, რიგით მეორე ვთქვათ საქართველოში არის KFW, ენერგეტიკის სფეროში ერთად ვახორციელებთ პროგრამებს და მათაც ვაქებთ და ყოველთვის შევაქებთ, ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრამები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ ინიციატივებს და ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა მათთან მუშაობა დასავლეთ ევროპული ინიციატივის გაძლიერების და კონსოლიდაციის კუთხით. ასევე, ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთანაც. ეს არის ერთობლივი დაგეგმვის, ერთობლივი განხორციელების პროგრამა. ამიტომ გიხდით მადლობას ბატონო პრემიერო, რომ ამ ცერემონიას დღეს აქ ვმართავთ და ასევე მადლობას ვუხდი სესილს და ბატონ ლაშას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.







500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up