Die Zeit: უკრაინას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩება

Die Zeit: უკრაინას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად რჩება

access_time2021-06-11 19:00:16

ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის არსი სრულიად ნათელია - გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს დემოკრატიის დაცვისთვის მზადყოფნის დამტკიცებას შეეცდება.

 

ამ თემას ანალიტიკურ სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა zeit.de.

 

სტატიის თანახმად, თუ აშშ-ს პრეზიდენტის გამონათქვამებს შევაჯამებთ, შემდეგი გამოვა - „ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიო ავტორიტარულ რეჟიმებს გადავაბაროთ, ისეთებს, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი, ამიტომაც გონს მოდით“.

 

მაგალითად, ჩინეთი ამერიკის მეტოქეა  და ის საფრთხეს უქმნის ლიბერალურ წყობილებას, რაც ამერიკის ძლევამოსილების საყრდენს წარმოადგენს. ევროპაში განსხვავებული მიდგომა აქვთ  - რა თქმა უნდა, ჩინეთი მეტოქეა, მაგრამ უფრო მეტად  - სასურველი და მომგებიანი ბაზარი.

 

თანამშრომლობის სურვილს ზღვარი აქვს, თუმცა, ევროპას ჩინეთთან კონფრონტაცია აშკარად არ სურს. ბაიდენს ამ სიტუაციის შეცვლა და ევროპელების მხრიდან უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.


 

ევროპასთან ჩინეთის წინაამღდეგ ალიანსის შექმნის იდეა ბაიდენისთვის იმდენად პრიორიტეტულია, რომ მზადაა რისკებზეც წავიდეს. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას აშშ-ის პოზიციის შერბილება გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიმართ. ამ დათმობის უმთავრესი მოტივაცია გერმანიასთან სამოკავშირეო ურთიერთობების შენარჩუნება იყო.

 

წლების მანძილზე გერმანიის მთავრობა ამ პროექტს მხოლოდ ეკონომიკურად მიიჩნევდა, მაშინ როდესაც აშშ, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და საფრანგეთიც კი „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ში პოლიტიკური მიზნების არსებობას აღიარებენ  - ევროპის გაზმომარაგების კუთხით ეს მილსადენი არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს და მოსკოვისთვის ეს ევროპის გახლეჩვის კიდევ ერთი იარაღია.

 

შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად ამერიკის ისეთი მოკავშირეები ზარალდებიან, როგორც უკრაინა - დიდი მოთამაშეების ჭიდილში ის მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დარჩა.

რუსეთმა გაზსადენის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენება უკვე დაიწყო - ახალი მარშრუტი უკრაინის სატრანზიტო ფუნქციას თითქმის ანულებს და დღეს მისი შენარჩუნება მხოლოდ პუტინზეა  დამოკიდებული. მან კი გასაგებად თქვა - თუ უკრაინას ტრანზიტის შენარჩუნება სურს, კიევმა „კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს“. ეჭვგარეშეა, რომ ეს „კეთილი ნება“ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებს ეხება - სხვანაირად რომ ვთქვათ - „თუ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს შეეწინაამღდეგებით  - ონკანს გადაგიკეტავთ“.

 

გერმანიის მთავრობა ასეთ მიდგომას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ სატრანზიტო ვალდებულებები პოლიტიკური წინაპირობების გარეშე უნდა შესრულდეს. თუმცა ბაიდენის ფრაზა – „ჩვენ ერთიანები დავრჩებით რუსეთის მიერ უკრაინის წინაამღდეგ აგრესიის აღკვეთაში“  - უფრო კეთილი სურვილია, ვიდრე რეალობა.

 

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება როგორც გერმანიასთან, ასევე უკრაინასთან ვაშინგტონის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს.

 

რამდენიმე დღის წინ უკრაინის მთავრობის დელეგაციამ ვაშინგტონში ოფიციალური შეხვედრები გამართა და ძირითადი თემა სწორედ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ იყო. მხარეები ამ საკითხში ვერ შეთანხმდნენ - როგორც ჩანს, ბაიდენისთვის გერმანია ჩინეთის წინაამღდეგ ბრძოლაში იმდენად მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომ მას ამისთვის უკრაინის ინტერესების უგულვებელყოფაც  უღირს.





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up