Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

access_time2020-06-01 20:00:35

რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.

 

 ჩვენ სიფრთხილის ყველა ზომებს ვიცავთ  და ეს პირველ რიგში არა პირბადეებს და რეზინის ხელთათმანებს  ეხება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი მუშაობის შესახებ რომ შეიტყონ  დიდი უსიამოვნებები გველის  - განაცხადა სალონში მომუშავე ერთ-ერთმა პარიკმახერმა.

 

 სალონი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს  და მისი ფანჯრები დღეს შავი ფარდებითაა დაფარული. მოსვლის მსურველმა ჯერ მობილური ტელეფონით უნდა დარეკოს, რამდენიმე წუთში მას კარს თანამშრომელი გაუღებს.ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. იჯარის გადახდა გვიწევსჩვენ აქ ელემენტარული გადარჩენისთვის ვიბრძვით - ამბობს სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი.

 

 დღეს ბევრი რუსი სწორედ ფიზიკურ გადარჩენაზე და არა ჰიგიენურ ნორმებზე ფიქრობს. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს, უამრავი სილამაზის სალონი, ავტოსერვისი და ბაზარიც კი არალეგალურად მუშაობს.რამდენიმე დღის წინ მოსკოვის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ რუსეთის უღარიბესი მოქალაქეების დიდი ნაწილი  სახლში დარჩენის ნაცვლად, სამსახურში დადის.

 

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბოლო პერიოდში კეთილი მმართველის როლში გამოდის - მთავრობამ რამდენიმე ტიპის შემწეობის თანხა სასწრაფოდ გაზარდა და ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები შემოიღო.  რეალურად, უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება  ზღვაში წვეთია.სხვა ქვეყნებთან შედარებით აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობა თავისი მოსახლეობის მხარდასაჭერად გაცილებით ნაკლებ თანხებს გამოყოფს. კერძოდ, კრემლის მიერ გამოყოფილი დახმარება  ქვეყნის მშპ-ის 3%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპაში და ამერიკაში - 12%-ია.


 

 რუსეთის მთავრობა ამას იმით ხსნის, რომ მას სახელმწიფო ვალების დაგროვება არ სურს. პუტინის მმართველობის ერთ-ერთი დოქტრინა ხომ სწორედ სახელმწიფო ვალებისგან გათავისუფლებაა. თუმცა, კრიზისის პერიოდში მოსახლეობაში ასეთი მიდგომისადმი უკმაყოფილება სულ იზრდება და იზრდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევები პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნას ადასტურებენ.

 

 „როდესაც მარტის ბოლოს პუტინმა უქმე დღეები გამოაცხადა, ჩვენ თანამშრომლებისთვის ხელფასები ჩვეულებრივად უნდა გადაგვეხადა.ეს  კი სამუშაოს არარსებობის პირობებში“  - ამბობს ერთ-ერთი მცირე IT- კომპანიის მფლობელი.

 

 მთავრობა გადასახადების გადავადებას დაგვპირდა, თუმცა, ესეც რომ არა, მაინც არაფერს არ გადავიხდიდით. მუშაობა მაინც არ არის. მაგრამ წინა წლის გადასახადების სრული დაფარვა მაინც მოგვიწევს, რადგანაც ჩვენი სექტორი  განსაკუთრებით დაზარალებულთა ჩამონათვალში არ შედის. ისღა დაგვრჩენია - სიტუაციის ნორმალიზებას დაველოდოთ“  - ამბობს ის.

 

 სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე და შავი ფარდებით ჩაბნელებული სალონის სტილისტებს  შეზღუდვების მოხსნის იმედი აქვთ.  როდესაც ყველაფერი დალაგდება, მომიწევს ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე და დანაზოგებზე ზრუნვა.დღეს უკვე ვიცი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის და ჩემი ოჯახის იმედი უნდა მქონდეს - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.


წყარო: zeit.de

მოამზადა თენგიზ აბლოთია

 


თეგები:
პანდემია



21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up