Die Zeit: მოსკოვს შეუძლია უკრაინის დამცირება იზეიმოს

Die Zeit: მოსკოვს შეუძლია უკრაინის დამცირება იზეიმოს

access_time2021-07-26 19:00:48

კომპრომისი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე - ეს დამცირებაა უკრაინისთვის, პუტინი კი ძალიან კმაყოფილია. გაზსადენი უახლოეს თვეებში ამუშავდება, ხოლო გერმანიის და აშშ-ის მიერ მოსკოვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს კრემლი სერიოზულად არ მიიღებს.


ჯო ბაიდენის მხრიდან გერმანიასთან ურთიერთობების აღდგენის სურვილის წყალობით რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობას შეუფერხებლად შეძლებს. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდნენ  - ის ფაქტი, რომ თავად ანგელა მერკელმა პუტინს დაურეკა და შეთანხმების თაობაზე შეატყობინა, პუტინისთვის განსაკუთრებული სიამოვნების და სიამაყის საგანი იქნებოდა.


ის, რომ კომპრომისი რამდენიმე შეზღუდვას ითვალისწინებს, მოსკოვში ალბათ დიდი წუხილს არ გამოიწვევს - პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთი მისდამი წაყენებულ პირობებს სერიოზულად არ მიიჩნევს. პირველ რიგში, ეს ეხება სანქციებს, რომლებიც უნდა დაწესდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ახალ გაზსადენს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტს შეწყვეტს.


ჯერ ერთი, ამ ტიპის სანქციები ევროკავშირის დონეზე უნდა შეთანხმდეს, რაც დიდი პრობლემა იქნება, მეორეც - მოსკოვი ასეთ მუქარებს უკვე შეეჩვია.


დღეს უკრაინა გაზს ევროპელი შუამავლების ხელშეწყობით იღებს, რაც მას დაცვის გარკვეულ ხარისხს ანიჭებს - უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის მოსკოვს ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობა მოუწევდა.


ამ პრობლემას სწორედ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ხსნის - ამიტომაც რუსეთი პროექტის რეალიზებაზე ფულს არ ზოგავს - სავარაუდოდ, მისი რეალური ღირებულება დაანონსებულ $9 მლრდ-ზე მეტი იქნება.



ამ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია რუსეთს და უკრაინას შორის ტრანზიტის გაგრძელებაზე ახალი შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდა, გარიგების პირობები კიევისთვის გაცილებით წამგებიანი იქნება, ვიდრე ამჟამად არის.


დღეს ვაშინგტონი და ბერლინი უკრაინული ტრანზიტის გაგრძელების სიტყვიერ დაპირებას იძლევიან, მაგრამ ახალი გაზსადენი მოსკოვს ამ საკითხში თავისი პირობების კარნახის იდეალურ შესაძლებლობებს აძლევს.


წესით, მოლაპარაკებები უკრაინულ ტრანზიტზე უკვე სექტემბერში უნდა დაიწყოს, თუმცა, უკვე დღეს ნათელია, რომ ეს რთული საქმე იქნება  - ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი კიევი დღევანდელზე გაცილებით ნაკლებ თანხას მიიღებს.


რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინმა გამოაქვეყნა ფსევდოისტორიული სტატია უკრაინის თაობაზე, სადაც ის აღწერს ქვეყანას, რომელსაც დასავლეთი მართავს და ეს მხარდაჭერა მოსკოვის წინაამღდეგაა მიმართული.


პუტინის სამყაროში ახალი კომპრომისი სწორედ ამ წარმოდგენას ადასტურებს - ახალი გაზსადენის ამუშავება უკრაინისთვის მარცხი და დამცირებაა.


რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შიდა აუდიტორიისადმი გზავნილი. სახელმწიფო ტელევიზიები ამერიკულ-გერმანულ შეთნხმებას წარადგენენ, როგორც ამერიკის და ევროპის სისუსტის ნიშანს - დასავლეთი დათმობაზე მიდის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში პროექტის შეჩერებას ვერ ახერხებდა.


კრემლს შეუძლია კმაყოფილი იყოს - სავარაუდოდ, პროექტის რეალიზება დასრულდება მანამ, სანამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთ-ერთი მთავარი მომხრე ანგელა მერკელი თავის პოსტს დატოვებს.

zeit.de





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up