Die Zeit: აშშ-ს სულ უფრო მეტი მიგრანტი ტოვებს

Die Zeit: აშშ-ს სულ უფრო მეტი მიგრანტი ტოვებს

access_time2020-07-19 17:00:13

 

იყო თუ არა გულუბრყვილობა აშშ-ს შეუზღუდავი შესაძლებლობის ქვეყნად აღქმა? სულ უფრო მეტი ადამიანი ამ წარმოდგენას მცდარად მიიჩნევს, და ქვეყანას ტოვებს - ეს კი ძალიან ცუდი ნიშანია.

 

ანჟელა 17 წლის იყო მაშინ, როდესაც მისი ოჯახი უკრაინიდან საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. მათ თავისუფლება და წინსვლის პერსპექტივა იზიდავდა. დღეს კი ის თავისი მეორე სამშობლოს მიმართ სულ უფრო მეტად გულაცრუებულია.

 

„კორონავირუსის წინაამღდეგ ბრძოლაში აშშ-ს მთავრობა სრულად დამარცხდა. თუმცა, ეს გასაკვირი არაა - დღეს შტატებში არაფერი არ მუშაობს. საარსებო მინიმუმის მისაღებად ძალიან მძიმე შრომაა საჭირო. სიტუაციის გაუმჯობესებას არ ველოდები“  - ამბობს ანჟელა.

 

მისი თქმით, უკრაინელ მიგრანტთა სულ უფრო დიდი ნაწილის სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს.

 

ამერიკული სიზმრისგან სულ უფრო მეტი მიგრანტი იღვიძებს, და ეს მხოლოდ პანდემიასთან კავშირში არაა. საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია  Remitly-იმ ჯერ კიდევ 2018 წელს მიგრანტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა  - მეორე შანსი რომ ჰქონდეთ - აირჩევდნენ თუ არა ისინი შტატებს მიგრაციისთვის?

 


გამოკითხულთა მესამედმა „არა’ უპასუხა. და მაშინ, როდესაც ტრამპი ამერიკას კეტავს, სულ უფრო მეტი მიგრანტი ამერიკას ზურგს თავისი ნებით აქცევს.

 

ცხოვრების უკეთესი ხარისხი, პროფესიული ზრდის მეტი საშუალებები, სიახლოვე მეგობრებთან და ოჯახთან - ესაა ძირითადი მიზეზები, რომელთა გამო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ბევრი მიგრანტი ინდოეთში ან ჩინეთში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. კარნეგის უნივერსიტეტის პროფესორი და მეწარმე სილიკონის ველიდან, ინდიელი ვიველ ვადხვა ამაში საშიშ ტენდენციას ხედავს.

 

„აშშ-ს მოსახლეობის 12% მიგრანტია, თუმცა,  მათზე სილიკონის ველში სტარტაპების 52% და ახალი პატენტების 25% მოდის. ამავე დროს სილიკონის ველში მომუშავე და გამოკითხულ ჩინელებს და ინდიელებს შორის, 87% და 62%-მა განაცხადა, რომ სამშობლოში წინსვლის მეტი შესაძლებლობა აქვს.

 

კორონაკრიზისის და ბოლოდროინდელი პროტესტების ფონზე აშკარად ჩანს, რომ დიდი ამერიკული ოცნება უკეთეს შემთხვევაში მიამიტობაა,  უარესში კი -  ცინიკური პროპაგანდა.

 

თუმცა, ეს ასეც არის, და ამავე დროს არ არის - ამერიკული ოცნება, რომელსაც სულ უფრო ხშირად აგინებენ და გარდაცვლილად აცხადებენ, ერთიანი ეროვნების და რელიგიის არმქონე ერის მთავარი გამაერთიანებელი ელემენტია.

 

ასეთი საყრდენი, მაგალითად, ევროკავშირს არ გააჩნია - სწორედ ამიტომ, ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე შექმნილ ერთობას დანგრევით ნებისმიერი კრიზისი ემუქრება.

 

თუ ამერიკელები ამ საერთო ოცნების რწმენას დაკარგავენ, გაყოფილი და განაწევრებული ქვეყნის ერთობის შენარჩუნება ძალიან გაჭირდება. ერთიანი საფუძვლის გარეშე აუცილებელი რეფორმების გატარებაც რთული იქნება.

 

იმიგრანტები, რომლებმაც ილუზიები დაკარგეს - ეს არის მცირე, თუმცა, მკაფიო შემაშფოთებელი სიგნალი მსოფლიოს მთავარი დემოკრატიის და ეკონომიკისთვის.


თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up