Die Zeit: აშშ მეგობრებისა და მოკავშირეების წრეს ამცირებს

Die Zeit: აშშ მეგობრებისა და მოკავშირეების წრეს ამცირებს

access_time2020-08-19 19:40:20

აშშ-ს „სანქციომანია“ ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა.  60-წლიანი სანქციები კუბის მიმართ საბოლოო ჯამში არაეფექტური აღმოჩნდა,  „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-თან მიმართებაში აშშ სიტუაციას მხოლოდ აუარესებს.


რუსული გაზის იმპორტი გერმანიაში ამერიკას და გერმანიას შორის კამათის საგანი ჯერ კიდევ 1970 წლებში იყო, როდესაც კანცლერმა ვილი ბრანდტმა მოსკოვთან ენერგეტიკულ პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა. 


თუმცა, შემხვედრი ქარი შტატებიდან ისეთი ძლიერი, როგორც დონალდ ტრამპის პერიოდში,  არასდროს ყოფილა. ხისტი ზეწოლა, რომელსაც ვაშინგტონი ბერლინზე ახორციელებს, გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობებს მათი გაწყვეტის საფრთხემდე ართულებს.


პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ვილი ბრანდტს სანქციებით ემუქრებოდა, თუმცა, მაშინ გერმანიის მთავრობამ სიმტკიცე გამოავლინა.

შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობა გაღრმავდა, კონფლიქტი 1982 წელს განახლდა. რონალდ რეიგანმა სანქციები შემოიღო იმ ამერიკული კომპანიების წინაამღდეგ, რომლებსაც საბჭოთა გაზსადენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობა სურდათ.

თუმცა, მაშინაც, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ შმიდტი თავისი პოზიციის ერთგული დარჩა. გერმანიას მხარი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაუჭირეს, რის შემდეგაც რეიგანმა სანქციების შემოღება გადაიფიქრა.


რუსეთი ცივი ომის პერიოდშიც კი საიმედო მიმწოდებელი იყო. მომავალში ჩვენ მეტი რუსული გაზი დაგვჭირდება და ამის მიზეზი ჰოლანდიური, ბრიტანული და ნორვეგიული საბადოების ამოწურვა გახდება.


გერმანია არასდროს არ „ელაქუცებოდა“ კრემლს გაზის მიწოდების გამო და ეს უკვე არსებულმა გაზსადენმა „ჩრდილოეთ ნაკადი-1“ -მა ვერ შეცვალა.



არაა აუცილებელი პუტინი მოგწონდეს, რომ მიხვდე - ტრამპისთვის პრიორიტეტია რუსეთის ევროპული ბაზრიდან განდევნა და მის ნაცვლად ევროპელებისთვის უფრო ძვირი თხევადი გაზის თავზე მოხვევა.


შეიძლება მხარი დაუჭირო „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს, ან იყო მისი წინაამღდეგი, თუმცა არ შეიძლება დანებდე აშშ-ს მიდგომას, რომლებიც საერთაშორისო ნომრებს უხეშად არღვევს.


სანქციებმა კუბის წინაამღდეგ 69 წლის მანძილზე შედეგები ვერ გამოიღო, სავარაუდოდ იგივე ეფექტი ყირიმის შემოერთების გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებსაც ექნებათ.
ეს ზომები რუსეთს ჩინეთისკენ უბიძგებს, ისევე როგორც ირანის წინაამღდეგ შემოღებული შეზღუდვები.


ადრე სანქციები მტრების წინაამღდეგ იყო მიმართული, დღეს კი - მეგობრების და მოკავშირეების. ეს ახალი მოვლენაა.


თავის ქმედებებით ვაშინგტონი ევროპელებს ენერგიის მიღების წყაროების თავად განსაზღვრის უფლებას ართმევს. ექსტერიტორიული სანქციებით ამერიკა ევროპის სუვერენიტეტს ლახავს.

 

თუმცა, რა უნდა გააკეთო შექმნილ სიტუაციაში? გერმანიის მთავრობა საპასუხო ზომებზეა უარს ამბობს. შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანა და პროცესში საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ჩართვა. შესაძლებელია ამერიკული საქონლისთვის ბოიკოტის გამოცხადება,  მაგრამ ამერიკა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ემორჩილება, მსო-სთან კი ღია კონფლიქტში იმყოფება, ხოლო იმპორტის ბოიკოტი თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ქვეყნების პროტესტის მხოლოდ სიმბოლური ჟესტები რჩება.

Die Zeit

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up