Die Welt: სწრაფი კვება 40 წლის განმავლობაში სულ უფრო არაჯანსაღი ხდება

Die Welt: სწრაფი კვება 40 წლის განმავლობაში სულ უფრო არაჯანსაღი ხდება

access_time2020-08-07 19:50:36

ყველას, ვინც სტრესს განიცდის და შიმშილს გრძნობის ჩახშობას ცდილობს, ნებისმიერი ქალაქის ქუჩაში სწრაფ კვების ობიექტებს ადვილად იპოვის. მეცნიერებმა „ფასტ-ფუდი“ მენიუს და რეცეპტების ბოლო ათწლეულების მანძილზე ცვლილების ტენდენცია შეისწავლეს და შემაშფოთებელ დასკვნამდე მივიდნენ. ბოლო პერიოდში ფიტნესის და დიეტების საყოველთაო გატაცების მიუხედავად, სწრაფი კვების რესტორნები არსად გამქრალა და ათწლეულების მანძილზე არსებობას ჯიუტად განაგრძობენ.


სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის Forsa-ს ინფორმაციით, გერმანიის ყოველი მეოთხე მოქალაქე როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ „ფასტ-ფუდების“ მომსახურეობით სარგებლობს. თანაც სწრაფი კვების პროდუქტების ხარისხი ბოლო წლების მანძილზე არათუ არ გაუმჯობესდა, არამედგაუარესდა.


ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სწრაფი კვების 1000-ზე მეტი კერძი შეისწავლეს, მათ შორის ისეთი ცნობილი ტრანსნაციონალური ბრენდების როგორც McDonalds და KFC-ია. მათ ულუფების ზომები, კალორიულობა და მარილის შემცველობა გააანალიზეს. განსაკუთრებული ყურადღება გარნირებს და დესერტებს დაეთმო. მკვლევარებმა მიღებული მონაცემები1980-იან, 1990-იან და 2000-იან წლებთან შეადარეს. აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე ყველა შესწავლილი პარამეტრების ხარისხი გაუარესდა. ეს განსაკუთრებით გარნირებს და დესერტებს ეხება, რომლებიც ძირითად კერძებად არ ითვლება, თუმცა მათი ულუფები საგრძნობლად გაიზარდა. მეცნიერების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ როგორც წესი, უფრო დიდ კერძში მომხმარებლები მეტ თანხას იხდიან და უფრო მონდომებით ყიდულობენ. შედეგად, კერძები უფრო კალორიული გახდა - მაგალითად, წინა ათწლეულებთან შედარებით ზოგიერთი კერძის კალორიულობა 60%-ით გაიზარდა. ასევე იზრდება მარილის შემცველობაც, ზოგ შემთხვევაში ზრდამ 14% შეადგინა.



თუმცა აღსანიშნავია, რომ 10 „ფასტ-ფუდიდან“ 4-ის კერძებში ადამიანისთვის სასარგებლო კალციუმის და რკინის შემცველობაც გაიზარდა, რაც პოზიტიური მოვლენაა.


მთლიანობაში კერძების მრავალფეროვნება 200%-ით გაიზრდა - საშუალოდ, ბაზარზე წლის მანძილზე 23 ახალი კერძი ჩნდება. თუმცა, როგორც წესი ახალი პროდუქტები უკვე არსებულ, კლასიკური კერძებზე ბევრად უფრო მავნეა.


თუმცა ფაქტია, რომ ამას ვერავითარი კვლევა და მეცნიერების მხრიდან მკაცრი კრიტიკა ვერაფერს შეცვლის მანამ, სანამ მომხმარებლები მზად არიან მავნე კერძები იყიდონ.


წყარო welt.de

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up