Die Welt: რუსეთმა არ იცის, რა უყოს მილიარდებს

Die Welt: რუსეთმა არ იცის, რა უყოს მილიარდებს

access_time2019-12-18 18:30:54

რუსეთს შეიძლება უსაყვედურო ბევრი რამის გამო, თუმცა, დღეს ცალსახაა, რომ მოსკოვმა გააკეთა შესაბამისი დასკვნები თავისივე ნეგატიური გამოცდილებიდან - წერს გერმანული გამოცემა Die Welt.მკაცრი ფინანსური დისციპლინის მეშვეობით, კრემლი ამზადებს თავის სახელმწიფო ბიუჯეტს ნავთობის გაიაფებასთან და დასავლურ სანქციებთან დაკავშირებულ რეცესიასთან ბრძოლისთვის. ასევე, ხარჯების შემცირებაზე და ეკონომიაზე ორიენტირებული კურსი  მიზნად ისახავს ქვეყნის დაცვას შესაძლო მომავალი რყევებისგან.


ამისთვის მოსკოვმა 2017 წელს მიიღო საბიუჯეტო წესი, რომლის თანახმადაც, შემოსავლები, რომლებიც მიღებულია 1 ბარელზე 40 დოლარზე ძვირად გაყიდული ნავთობიდან, მიდის არა ბიუჯეტში და არა მიმდინარე ხარჯების დასაფარად, არამედ სახელმწიფო ყულაბაში, რომელსაც ჰქვია „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“.თუმცა, ის აივსო მოსალოდნელზე სწრაფად - პირველ რიგში ნავთობზე შედარებით მაღალი ფასის გამო, რომელიც ამჟამად 65 დოლარს შეადგენს.


ფონდში აკუმულირებულმა თანხამ უკვე გადააჭარბა 124 მლრდ. დოლარს, რაც მშპ-ს 7,3% - ს შეადგენს.ამიტომაც, ბოლო თვეების მანძილზე პასუხისმგებელ პირებს გაუჩნდათ თავსატეხი - სად და როგორ დახარჯონ ჭარბი ფული განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნავთობი 40 დოლარზე ბევრად მეტი ღირს.


„ფულის ფლანგვას არ დავიწყებთ“ - გააფრთხილა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სახსრების ათვისების მსურველები.კეთილდღეობის ფონდში დაგროვილ თანხებთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობა განიხილავს ნორვეგიის მაგალითს - იქაც თავის დროზე მსგავსი ყულაბა შეიქმნა, სადაც მიდიოდა ნავთობის და გაზის გაყიდვიდან შემოსული ფული, საბოლოოდ კი მთელი ეს სახსრები წავიდა უცხოეთში სხვადასხვა აქტივების ყიდვაზე . ძირითადად, საუბარია სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებზე.

ამით ნორვეგიის მთავრობამ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა - გაუშვა არსებული დანაზოგი ბრუნვაში, რაც ქვეყნისთვის შემოსავლის მიღების ახალი წყარო გახდა. ამავე დროს თავიდან შესაძლო ინფლაციური პროცესები აიცილა.

პარალელურად, რუსი ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ ფონდის ფული უნდა ჩაიდოს ინვესტიციების სახით მსხვილ სახელმწიფო კორპორაციებში - ისეთებში, როგორც რკინიგზა, ფოსტა, „გაზპრომი“, და გაზის კერძო მომპოვებელი „ნოვატეკი“.


თუმცა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - გავლენიანი რუსულ გაზეთის „ვედომოსტი“-ის ინფორმაციით, სახსრების დიდი ნაწილი წავა შიდა ინვესტიციებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთში კაპიტალების შემოდინება საგრძნობლად შემცირებულია.

ძირითადად, ინვესტიციები მოხმარდება მსხვილ ობიექტებს. ხოლო ფული დაიხარჯება საკმაოდ მკაცრი წესების დაცვით. კერძოდ, სახელმწიფო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს ობიექტის კაპიტალის 20%-ს, ხოლო ჩადებული თანხების მომგებიანობა უნდა შეადგენდეს 6,5%-8%-ს . სადღეისოდ მოგების ასეთი მარჟა აქვს რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებს.

ასევე შიდა ხარჯებზე, ძირითადად ინფრასტრუქტურის განახლებაზე, მომდევნო 3 წლის მანძილზე ტრილიონი რუბლი გამოიყოფა.

თუმცა, ეს არაა ბოლო სიტყვა, რადგანაც პარლამენტში განიხილება შესაძლო შესწორებები - ფინანსური ჯგუფის BCS Global Markets-ის მთავარი ეკონომისტი ვლადიმერ ტიხომიროვი მიიჩნევს, რომ შესწორებები იქნება უმნიშვნელო, თუმცა, სახელმწიფო დახმარების მიმღებთა სია გაფართოვდება.

ზოგადად, ეს არაა ახალი პრაქტიკა. რუსეთის მთავრობამ იცის რამდენად სუსტია ქვეყნის ეკონომიკა და რამდენად კრიტიკულია მისი დამოკიდებულება ნავთობის და გაზის ექსპორტზე. ამიტომაც წლების მანძილზე ხელისუფლება აგროვებდა ფულს და სწორედ ამ დანაზოგმა მისცა მას 2008 წლის და 2014 წლის კრიზისების გადალახვის საშუალება.

ამ დროისთვის რუსეთის ოქროს და ვალუტის მარაგი შეადგენს 540 მლრდ. დოლარს - საუბარია სახსრებზე, რომლებიც კონცენტრირებულია სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებში და ასევე იმყოფება ცენტრალური ბანკის განკარგულებაში.

ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 8 წლის მანძილზე. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2008 წელს - 598 მლრდ. დოლარი.

სავარაუდოდ, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის წყალობით, რუსეთის სავალუტო რეზერვები მომავალშიც გაიზრდება .თუ მოსკოვი საბოლოო ჯამში არ წავა ნორვეგიის გზით და არ დაიწყებს ჭარბი შემოსავლების ინვესტირებას საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.


www.welt.de

თენგიზ აბლოთია 


თეგები:
რუსეთი



არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...


მსგავსი სიახლეები

up