Die Welt: რუსები - საკრედიტო ხაფანგში

Die Welt: რუსები - საკრედიტო ხაფანგში

access_time2019-06-13 20:00:11


გავლენიანი გერმანული გამოცემა Die Welt რუსეთში ცხოვრების დონის გაუარესებაზე წერს, რის მიზეზადაც მოსახლეობის საკრედიტო დავალიანების ზრდის პრობლემას ასახელებს.



ხშირად გვესმის სტერეოტიპები მდიდარ რუსებზე, რასაც ადასტურებს ბოლო დროის ევროპული პოლიტიკის ყველაზე ხმაურიანი სკანდალი - ვიდეორგოლი, სადაც ჩანს ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე იბიცას ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროში რუს მილიარდერებთან ერთად.



თუმცა, ამ დროს ყველას ავიწყდება, რომ რუსეთი არ შედგება მხოლოდ პუტინთან დაახლოვებული ოლიგარქებისგან და ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრება სულაც არ მიდის ასე კარგად - პირიქით.



მას შემდეგ, რაც მოსკოვი დაუპირისპირდა დასავლეთს ყირიმის ანექსიის გამო (2014 წელი), რასაც დაემატა ნავთობზე ფასების ვარდნა, რუსეთის რიგითი მოქალაქეების ცხოვრების დონე წლიდან წლამდე უარესდება.



მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ დღეისათვის რუსეთის ცხოვრების დონემ პოსტსაბჭოთა ეპოქის ყველაზე მძიმე პერიოდამდე მიაღწია.



როსსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მე-4 კვარტალში, მოსახლეობის 48%-ს შემოსავლები მხოლოდ კვებაზე და ტანსაცმელზე ჰყოფნის, მათთვის მიუწვდომელია ხანგრძლივი მოხმარების საგნები, ისეთები, როგორიცაა ავეჯი ან ავტომობილი.
შექმნილ სიტუაციაში, ადამიანებს სულ უფრო ხშირად უწევთ შედარებით კარგ წლებში დაგროვილი დანაზოგების ხარჯვა ყოფითი მიზნებისთვის ისე, რომ ისინი ვერ ახერხებენ თუნდაც მინიმალური თანხების გადადებას. ე.წ. შავი დღისთვის თანხის შენახვას, მხოლოდ მოსახლეობის 3,7% ახერხებს.



იყო უარესი პერიოდებიც - როსსტატის მონაცემებით, 1998 წელს, როდესაც რუბლის კურსი ჩამოიშალა, მოსახლეობა დანაზოგებში მხოლოდ შემოსავლის 25%-ს ინახავდა.



სოციოლოგიური სამსახურის „ლევადა ცენტრის“ მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 2\3 საერთოდ არ ფლობს არანაირ დანაზოგს. საშუალო ფენა ყველაზე მეტად ყირიმის კრიზისის შემდეგ დაზარალდა.
ამასთან ერთად რუსეთში შენელდა ეკონომიკური ზრდაც. როსსტატის მონაცემებით, 2018 წელს მშპ-ს ზრდამ შეადგინა მხოლოდ 2,3% - თავისთავად ეს არ არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ მიღწეულია მხოლოდ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარჯზე - ისეთების, როგორიც არის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ობიექტების და ყირიმის ხიდის მშენებლობა.




ამის შემდეგ, უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში, ზრდა შემცირდა 0,5%-მდე.



ამის ერთ-ერთი მიზეზია მთავრობის მცდარი გადაწყვეტილება დღგ-ს მომატებაზე, რომელმაც შეამცირა შიდა მოხმარების დონე.



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს ძალიან სჭირდება დღგ-ს გაზრდა, რადგან ბოლო წლებში ფინანსურ სირთულეებს განიცდის.



როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს ეკონომიკაში პრობლემებზე წუხს კრემლიც.
2014 წლიდან რუსეთში მცირდება რეალური შემოსავლები. დღეს საშუალო სტატისტიკურ რუსს აქვს 8,3%-ით ნაკლები ფული, ვიდრე 2013 წელს, თანაც ეს - დათვლის შეცვლილი მეთოდოლოგიით - აქამდე არსებულით კი, მაჩვენებელი კიდევ უფრო მძიმეა და შეადგენს 11%-ს.



ამასთან, ყველა პროგნოზის თანახმად, ნეგატიური ტენდენცია შენარჩუნდება 2019 წელსაც.



შექმნილ სიტუაციაში ადამიანებმა დაიწყეს ზომების მიღება - ვისაც როგორ შეუძლია და რაზეც მიუწვდებათ ხელი. კერძოდ, დაიწყო სესხების მასობრივი აღება. ისეთი ტემპებით, რომ ცენტრალური ბანკიც კი შეწუხდა.



2018 წელს ფიზიკური პირების დავალაინება გაიზრდა 22,4%-ით და 14,9 მლრდ. რუბლს მიაღწია.



ეს არის დავალიანების ზრდის ყველაზე ინტენსიური მაჩვენებელი 2013 წლიდან. დავალიანების ტვირთი, ანუ სესხების ყოველთვიური მომსახურების და შემოსავლების შეფარდება 10% შეადგენს, რაც ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა - 2014 წელს 10,4% დაფიქსირდა.



რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ელვირა ნაბიულინას თქმით, რუსეთის მოქალაქეები სესხების დაფარვაზე შემოსავლების 44%-ს ხარჯავენ. მისმა მოადგილემ დმიტრი ტულინმა კი განაცხადა, რომ „ადამიანები დაიღალნენ ცხოვრების ასკეტური წესით და ცდილობენ სესხების მეშვეობით შეინარჩუნონ მოხმარების თუნდაც დღეისთვის ჩამოყალიბებული დონე“.
ტულინის თქმით, ეს ძალიან საშიში პროცესია და შესაძლოა გახდეს ხაფანგი როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბანკებისთვის. პირველ რიგში პრობლემას წარმოადგენს უზრუნველყოფის გარეშე გაცემული სესხების დიდი რაოდენობა და საკრედიტო აქტივების მკვეთრი გადახრა ფიზიკური პირებისა და სამომხარებლო სესხების მიმართულებით.



ცენტრალური ბანკის შეფასებით, რუსეთის ფინანსური სისტემის სტაბილურობას 4 ფაქტორი ემუქრება, მათ შორისაა მოსახლეობის შემოსავლების ვარდნა და პარალელურად დავალიანების ზრდა.



თუმცა, კომერციული ბანკები ჯიუტად ხუჭავენ თვალს ამ საფრთხეზე და აგრძელებენ მოგების მიღებას სესხებიდან.
„ყველას დაავიწყდა 2014 წელი, როდესაც საკრედიტო ბუმი შეიცვალა კონიუნქტურული ვარდნით, რის შედეგადაც ბევრი ბანკი გაკოტრდა და ვინც გადარჩა, ეს სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე მოახერხა. იმ პერიოდში გადაუხდელი დარჩა საკრედიტო ვალდებულებების მეოთხედი.




იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები არ განმეორდეს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დააწესა რეგულაციები არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემაზე. ამ ეტაპზე მიღებულ ზომებს შექმნილ მდგომარეობაზე ჯერ არანაირი გავლენა მოუხდენია, თუმცა, თვიურმა მაჩვენებელმა უკვე დაიწყო შემცირება.



სარეიტინგო სააგენტო «Эксперт РА»-ს დირექტორი ანტონ ტაბახი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკი გაუმკლავდება შექმნილ სიტუაციას, თუ არ მოხვდა რაიმე ეკონომიკური კატასტროფა.



„თუმცა, საბოლოო ჯამში ჭარბი დაკრედიტების პრობლემის გადაწყვეტა არ არის მხოლოდ ცენტრალური ბანკის საქმე. ადამიანები იღებენ სესხებს იმიტომ, რომ მათ უჭირთ და მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამას კი რეგულატორი ვერაფერს უზამს - ეს უკვე მთავრობის და ხელისუფლების საქმეა,“ - ამბობს ტაბახი.


Die Welt


თეგები:
რუსეთი



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up