Die Welt: რომელი ქვეყნები მოიგებენ ბაიდენის პრეზიდენტობისგან

Die Welt: რომელი ქვეყნები მოიგებენ ბაიდენის პრეზიდენტობისგან

access_time2020-11-03 20:00:44

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრ ქვეყანაში თვალს ყურადღებით ადევნებენ. ზოგიერთს ბაიდენის, ზოგიერთს კი ტრამპის გამარჯვება აწყობს.


ევროკავშირი

სხვებზე მეტად ევროპელები ნერვიულობენ. ამ კონტინენტზე ისე, როგორც არსად, ბაიდენის გამარჯვება სურთ, რადგან ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის 4 წლის მანძილზე ევროპელ ლიდერებს ბევრი უსიამოვნება მოუტანა. კერძოდ, ის ნატო-ს ქმედითუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებდა, ამბობდა, რომ ამერიკა ამ ბლოკის ფარგლებში თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს და ევროპელებისგან სამხედრო ხარჯების ზრდას მოითხოვდა. ის ასევე ევროპას ირანის საკითხში დაუპირისპირდა, პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გავიდა, ევროკავშირთან სატარიფო ომი გააჩაღა და ა.შ.


ევროპა ბაიდენის გამარჯვებას მოუთმენლად ელოდება. შესაძლოა დემოკრატის პრეზიდენტის პირობებში ამერიკის და ევროპის ურთიერთობა იდეალური ვერ იქნება, თუმცა, რიტორიკა ნამდვილად შერბილდება.


რუსეთი

კრემლში ბაიდენი-პრეზიდენტისგან არაფერს კარგს არ ელიან. ჯერ კიდევ ტრამპის დროს, პუტინისადმი მისი კარგი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად, ურთიერთობები ქვეყნებს შორის უკიდურესად გაუარესდა. ბაიდენის მოსვლით არაფერი შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში უკეთესობისკენ. დემოკრატი კანდიდატი, რომელიც მკვეთრი ანტირუსული განცხადებებით გამოირჩევა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში არსებულ კურსს აუცილებლად შეინარჩუნებს. მეტიც, ის შესაძლოა გამკაცრდეს, კერძოდ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაიზარდოს.


კრემლში ბაიდენის გაპრეზიდენტებას განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ელიან. მათ ესმით, რომ 2016 წელს რუსეთის მხრიდან ტრამპის დახმარებას და ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობას კიდევ დიდხანს არ აპატიებენ.



ახლო აღმოსავლეთი

ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში ის თავის პოლიტიკას ამ რეგიონში განაგრძობს. კერძოდ, მკაცრ მიდგომას ირანისადმი. ბაიდენი მის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეული ბირთვული შეთანხმების აღდგენას გეგმავს, ოღონდ ირანისთვის გამკაცრებული პირობებით. ასეა თუ ისე, ბაიდენის პრეზიდენტობა იძლევა შანსს, რომ ის ფსონს მოლაპარაკებებზე და არა ზეწოლაზე გააკეთებს.


დემოკრატი-კანდიდატის გამარჯვებას მოუთმენლად პალესტინაშიც ელიან. ტრამპი ცალსახად ისრაელის მხარეზეა, ბაიდენი კი უფრო დაბალანსებული მიდგომის მომხრეა.


ჩინეთი

ტრამპის დროს აშშ-ს და ჩინეთის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა და მისი პრეზიდენტად დარჩენა პეკინისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა, საამური ცხოვრება ჩინელებს არც ბაიდენის პირობებში ელის. პრობლემა იმაშია, რომ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის კონსენსუსი ჩამოყალიბდა, რომ ჩინეთის მიმართ მიდგომა უნდა გამკაცრდეს, განსაკუთებით, სავაჭრო საკითხებში.


შესაძლოა, ბაიდენი ჩინეთისთვის უარესიც აღმოჩნდეს. დემოკრატმა-კანდიდატმა უკვე განაცხადა ევროპასთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ეს პეკინისთვის კარგი ამბავი არაა ევროპაში ზრდადი ანტიჩინური განწყობების ზრდის გათვალისწინებით.


იაპონია და სამხრეთ კორეა

ორივე ქვეყნის მთავრობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, თუმცა, პრეტენზიებიც არის. მაგალითად, სამხრეთ კორეა უკმაყოფილოა ტრამპის მხრიდან ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორისადმი დამოკიდებულების შერბილებით. სავარაუდოდ, ბაიდენი ამ მხრივ გაცილებით უფრო ხისტი იქნება. თუმცა, ამ საკითხის გარდა, ზოგადად, ტოკიოსა და სეულისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისგან განსაკუთრებით არაფერი იცვლება.


welt.de

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up