Die Welt: პუტინს არ აინტერესებს წესები

Die Welt: პუტინს არ აინტერესებს წესები

access_time2019-08-05 20:30:35


როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ტერიტორია მსოფლიოში, თუმცა, ეკონომიკურად  ბევრად ჩამორჩება უფრო პატარა იტალიას, მუდმივად ჩიხურ მდგომარეობაში აყენებს დასავლეთის ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ბევრად უფრო ძლიერ ქვეყნებს და ახერხებს მსოფლიო წესრიგის მუდმივ დესტაბილიზაციას?


ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული ვლადიმერ პუტინის ძლიერ ხელთან, მაშინაც კი, თუ რუსეთი ფლობს ბირთვულ მარაგს და უზარმაზარი საფრთხის პოტენციალს.


ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის ანჯელა სტენტის აზრით, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორია დასავლეთის უსუსურობა. მისი აზრით, საკმარისია ევროპამ გააანალიზოს  2000 წლიდან დღემდე რუსეთის მხრიდან დასავლეთთან მიმართებაში აგრესიულ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბების პროცესი - დასავლეთმა ვერ გააკეთა სწორი დასკვნები შექმნილი სიტუაციიდან.


„მსოფლიოს დიდხანს სურდა დაჯერება, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი გახდებოდა პროდასავლური ქვეყანა საბაზრო ეკონომიკით და მოახერხებდა თანამედროვე ლიბერალურ წესრიგში ინტეგრაციას, რომელიც გაჩნდა მე-2 მსოფლიოს ომის შემდეგ,“ - მიიჩნევს სტენტი.


თუმცა, პუტინი  ამ წესრიგს განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც დასავლეთი ცდილობს რუსეთის გაკონტროლებას და მისი უნიკალური იდენტობის განადგურებას.


„პუტინს უფრო აინტერესებს ზომა და ძალა, ვიდრე წესები. მის ხელებში ძალაუფლების კონსოლიდაცია ნათლად გვიჩვენებს, რომ რუსებმა უარყვეს დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრამები არა იმიტომ, რომ იყვნენ კომუნისტები, არამედ იმიტომ, რომ იყვნენ რუსები,“  - თვლის ფსიქოანალიტიკოსი.


მისი თქმით, პრეზიდენტმა კვლავ გააღვიძა რუსული ნაციონალიზმი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შედარებით მცირერიცხოვან და სუსტ ერებზე დომინირება, რომელიც ეყრდნობა „რუსეთის დიადი მისიის“ რწმენას. ამით პუტინმა მოახერხა თავისი ქვეყნის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკურ მოთამაშეთა რიცხვში. ის ზრდის თავის გავლენას ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაშიც კი.


თუმცა, რამდენადაც წარმატებულია პუტინი საგარეო პოლიტიკაში, იმდენადვე სერიოზული პრობლემები აქვს მას ქვეყნის შიგნით - ისინი დაკავშირებულია მოდერნიზაციის არარსებობასთან, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრ და სწრაფ კლებასთან და ეთნიკურ კონფლიქტებთან.



ანჯელა სტენტის აზრით, დღეს შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა ელის რუსეთს, როდესაც წავა პუტინი, რომელიც ინარჩუნებს ქვეყნის ერთიანობას მაფიის „ნათლიმამის“ მსგავსად. იქნება ის პრეზიდენტი ცხოვრების ბოლომდე, თუ დროულად დანიშნავს მემკვიდრეს, მაგალითად, ვინმე ახალგაზრდა ტექნოკრატს, რომლის კარიერაც დამოკიდებული იქნება პუტინზე?  დღეს ეს არავინ იცის.


ეს გაურკვევლობა აწუხებს ყველას, რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც.


პუტინისეული სამყაროს 7 საყრდენი


პუტინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა - არაპროგნოზირებადობა, რაც ქმნის იმის მტკიცე გარანტიას, რომ მსოფლიოს კვლავაც მოუწევს გაურკვეველი დროის მანძილზე შეჯახება პუტინისეული სამყაროს 7 ძირითად საყრდენთან.


მათ შორის არის მოსკოვის სურვილი დაიკავოს ადგილი მსოფლიოს მთავარ ქვეყნებს შორის, და გააჩნდეს „პრივილეგირებული ინტერესთა სფერო“ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. აქ ჩვენ გვაქვს საქმე პუტინის ურყევ რწმენასთან, რომ სრული დამოუკიდებლობით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ზესახელმწიფოებს და ამ კუთხიდან მცირე ქვეყნები, როგორც უკრაინა ან საქართველოა ვერ იქნებიან სუვერენულები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შესაბამისად, მოსკოვს აქვს უფლება მოახვიოს მათ თავისი ხედვა.


იმისთვის, რომ ამაში პუტინს არავინ შეუშალოს ხელი, საჭიროა დასავლური სამყაროს გახლეჩა. დასავლეთი კი ამ სტრატეგიას ვერაფერს უპირისპირებს.


„დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის რეალურ იზოლირებას  - თანაც ამის გაკეთება რეალურად ჯერჯერობით  არც არავის უცდია. ამასთან გასათვალისწინებელია ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ  „დასავლეთზე“, ვგულისხმობთ რაღაც ერთიან სივრცეს, თუმცა, პუტინმა უკვე მოახერხა დასავლური საზოგადოების გათიშვა, დასუსტება და ურთიერთდაპირისპირება დეზინფორმაციის გავრცელების გზით,“ - მიიჩნევს ანჯელა სტენტი.


შესაბამისად, სანამ დასავლეთი გამოიმუშავებს ეფექტურ სტრატეგიას პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, ის უნდა დარწმუნდეს საკუთარი პრინციპების და ფასეულობების სიმტკიცეში და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან დასაცავად მზადყოფნაში.


პუტინისეული რიტორიკის მისტიკურ-რელიგიური ასპექტი


გერმანელი ჟურნალისტი გოლინე ატაო, რომელიც 5 წლის მანძილზე მუშაობდა ტელეარხ ARD-ს  კორესპონდენტად მოსკოვში, მიიჩნევს, რომ დასავლეთს არ სურს იცოდეს რეალობა, რომელიც დღეს არის რუსეთში.


„ფაქტობრივად, დღეს რუსეთი დასავლეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო თავად დასავლეთი ცდილობს არ შეიმჩნიოს პუტინის და მისი იდეოლოგიური თანამოაზრეების აპოკალიპსური დამოკიდებულება ევროკავშირის და აშშ-ს მიმართ. მისი კრიტიკოსებიც კი თვლიან, რომ პუტინი არის ცივსისხლიანი, რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც იცავს თავის ინტერესებს. ამ დროს ვერავინ ამჩნევს მისი რიტორიკის მისტიკურ-რელიგიურ მხარეს,“ - ამბობს ატაი.


მისი აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს გააკონტროლოს სიმართლე და ქმნის „ნარატივებს“, რომელთა მიზანია ფაქტების გაყალბება, ადამიანებში ეჭვების გაჩენა და, შესაბამისად, მათი აქტიურობის პარალიზებას.


ამ მიზნით იწერება ახალი ისტორია, რომელიც აწყობს კრემლის რეჟიმს და უწყობს ხელს მის უსაფრთხოებას.


„დიალოგი რუსეთთან, რომელსაც გერმანიაში მიიჩნევენ რაღაც პანაცეად, სრულიად შეუძლებელია, რადგანაც მხარეები სხვადასხვანაირად აღიქვამენ მას. ერთი მხარე მუდმივად ცდილობს წავიდეს კომპრომისზე, ისაუბროს რაციონალური და დიპლომატიური ენით, აკეთებს ყველაფერს დაძაბულობის დონის შესამცირებლად, თუმცა, პასუხად იღებს დემონსტრაციულ ზიზღს, ემოციურ მტრობას და ფარულ ნიშნის მოგებას“  - თვლის გოლინე ატაი.



თეგები:
პუტინი



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up