Die Welt: პანდემია 150 მლნ. ადამიანს გააღატაკებს

Die Welt: პანდემია 150 მლნ. ადამიანს გააღატაკებს

access_time2020-10-09 20:00:54

პირველად ბოლო 20 წლის მანძილზე მთელს მსოფლიოში სიღატაკეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. მსოფლიო ბანკის გათვლები ასეთი არასახარბიელო ბედი 150 მლნ. ადამიანს ელის, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია სიცოცხლისთვის რისკის შემცველ სიღატაკეზე, რაც შეეხება იმათ, ვინც სამუშაო დაკარგავს ან შემოსავალი შეუმცირდება, ამის დათვლას აზრი არა აქვს, ეს ასობით მილიონს ელის.

 

ზოგადად, 1998 წლიდან მსოფლიოში  პირველად ღარიბი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები წარსულს ჩაბარდება.

 

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის დევი მალპასის თქმით, 150 მლნ. ადამიანი დღეში 1,9-ზე ნაკლებ თანხაზე იცხოვრებს, ეს კი საარსებო მინიმუმზე ქვემოთაა.

 

90-ანი წლების ბოლოდან სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა 35%-დან 8,4%-მდე შემცირდა, რაც უნიკალური წარმატება გახდა. ის პირველ რიგში ჩინეთის წინსვლამ გამოიწვია, თუმცა, ასევე დაკავშირებულია პროგრესთან გარდამავალი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორც ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, და ა.შ.

 

დღეს კი, მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად,  ექსტრემალურ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა 9,4%-დან 9,1%-მდე გაიზრდება და ისიც გლობალური ეკონომიკის 5%-ით ვარდნის შემთხვევაში. თუ ვარდნა უფრო ღრმა აღმოჩდა, ღატაკთა რიცხვი 9,4%-მდე გაიზრდება.


 

ეს განსაკუთრებით 2 რეგიონს შეეხება, აფრიკას და სამხრეთ აზიას. დღესაც მსოფლიოში ღატაკთა 90% სწორედ იქ ცხოვრობს, ამ რეგიონების მოსახლეობის 70% დღეში 3,2 დოლარზე ნაკლები თანხით არსებობს, ასევე აფრიკაში და სამხრეთ აზიაშია დედამიწის 20 უღარიბესი ქვეყანა.

 

შესაბამისად, დღევანდელი კრიზისი პირველ რიგში ისედაც ღატაკ და ღარიბ ქვეყნებს დაარტყამს, შედეგად უფსკრული ღარიბებს და მდიდრებს შორის კიდევ უფრო ღრმა გახდება. მალპასის თქმით, ეს უარყოფითი შედეგები პანდემიასთან ერთად არ დასრულდება. კრიზისის გავლენა უმეტეს ქვეყნებში საგრძნობი 2030 წლამდე იქნება.

 

თუმცა, დამაიმედებელი მაგალითებიც არის. კერძოდ,  კენიამ პანდენიასთან და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლისთვის, სამივლინებო ხარჯებზე მთლიანად უარი თქვა, ხოლო კორუფციასთან ბრძოლით მიღებული დამატებითი თანხები მოსახლეობის უღარიბესი ფენების მხარდაჭერაზე მიდის.

 

ასევე ავღანეთის მთავრობამ ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამა წარადგინა, რომელიც ღატაკი ოჯახებისთვის 100 დოლარის კვების პროდუქტების გადაცემას გულისხმობს.

 

ბანგლადეშის მთავრობა პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება, რომელზეც ქვეყნის მშპ-ს 20% მოდის. თუმცა, სიღარიბის დაძლევის ყველაზე ეფექტიური გზა მაინც პანდემიის და რეცესიის დასრულება იქნება - ამის გარეშე აზიის და აფრიკის ღატაკ მოქალაქეებს, ვერაფერი უშველის.


Die Welt

თენგიზ აბლოთია


თეგები:
Die Welt



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up