Die Welt: მეცნიერებმა პანდემიის 3 მამოძრავებელი ძალა დაასახელეს

Die Welt: მეცნიერებმა პანდემიის 3 მამოძრავებელი ძალა დაასახელეს

access_time2020-10-26 20:00:49

კორონავირუსით დაინფიცირების ხელახალმა ზრდამ გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოწოდებები კვლავ აქტუალური გახადა.


თუმცა, მთავარი კითხვაა - რა იწვევს დაავადების ასეთ გავრცელებას და რომელი ფაქტორები შეიძლება ჩაითვალოს პანდემიის მამოძრავებელ ძალად?


მეცნიერებმა სამი ძირითადი მიზეზი დაასახელეს და სწორედ ამ მიმართულებებზე ყურადღების კონცენტრაცია შესაძლოა ინფექციასთან ბრძოლის მთავარი იარაღი გახდეს.


ჟურნალ Science-ში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგების ჯგუფის კვლევა გამოქვეყნდა, რომლიც თანახმადაც, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების დიდი ნაწილი ოჯახებზე მოდის. სხვადასხვა კვლევების მონაცემთა გაანალიზებით, მათ გააკეთეს დასკვნა, რომ დაინფიცირების 46-66% სწორედ ოჯახებში მოხვდა.


სამხრეთ კორეაში 60 000 შემთხვევაში გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ოჯახში დაინფიცირების რისკი 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ტიპის მჭიდრო კონტაქტების დროს - მაღაზიაში, სამსახურში, რესტორანში, და ა.შ.



ეს ასევე სხვა ვირუსული ინფექციების გადადებასაც ეხება. მაგალითად, გრიპის, რომლსაც ერთმანეთს ოჯახების წევრები გადასცემენ. ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ინფექციის გადადება სხვა დაწესებულებებში, სადაც ადამიანები ერთმანეთს მჭიდროდ ეკონტაქტებიან, სამედიცინო დაწესებულები, ციხეები, საერთო საცხოვრებლები და ა.შ.


თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ოჯახში ვირუსი გარედან შემოდის. ამ შემთხვევაში დაინფიცირება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებს ურთიერთქმედებაზე. მნიშვნელოვანი როლი ასევე „სუპერ-გავრცელებას“ ეკუთვნის, როდესაც ხალხმრავალ ღონისძიებაზე მყოფი ერთი დაავადებული ინფექციას ბევრ ადამიანს გადასცემს. როგორც წესი, ამ დროს თავად ვირუსის მატარებელი სრულიად ჯანმრთელია და მას არავითარი სიმპტომები არ უფიქსირდება. ახლო წარსულში ასეთი მაგალითები ქორწილები, გუნდების რეპეტიციები, საეკლესიო მსახურება იყო.


ამ დროს ადამიანთა მცირე რაოდენობა ძალიან ბევრ დაინფიცირებას იწვევს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაინფიცირებულთა 10%-მა დაავადებათა 80% გამოიწვია.


პანდემიის მესამე მამოძრავებელი ძალაა საერთაშორისო კონტაქტები და ადამიანების გადაადგილება ქვეყნებს შორის.


საერთაშორისო კონტაქტების შეზღუდვა ძალიან ეფექტურია, რაზეც ჩინეთის მაგალითი მეტყველებს, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების აკრძალვამ პანდემიის შეჩერებას ხელი აშკარად შეუწყო.


თუმცა, მეცნიერების თქმით, ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა დარჩენილი. მაგალითად, ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული რესტორნებში და მაღაზიებში დაინფიცირების რისკი, ისევე, როგორც ამ ადგილებში შეკავების ზომების ეფექტურობა.


Die Welt.com

თენგიზ აბლოთია

თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up