Die Welt: ლუკაშენკოს მიერ ორგანიზებულმა არალეგალურმა მიგრაციამ გერმანიას მიაღწია

Die Welt: ლუკაშენკოს მიერ ორგანიზებულმა არალეგალურმა მიგრაციამ გერმანიას მიაღწია

access_time2021-09-01 19:00:38

2021 წლის ივლისის მონაცემებით, გერმანიას თავშესაფრის თხოვნით 72 ათასმა მიგრანტმა მიმართა.

 

ადრე მათი უმრავლესობა ქვეყანაში საბერძნეთის, ესპანეთის და იტალიის გავლით შედიოდა, მაგრამ აი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ახალი მიმართულება გაჩნდა - ბელარუსი.

 

პირველი ეს ლიეტუვამ იგრძნო, სადაც ბოლო 3 თვის მანძილზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის 4000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, და ეს მხოლოდ ოფიციალურად. ძირითადად ისინი ერაყელები, ავღანელები და აფრიკელები იყვნენ.

 

დღეს უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ეს შემთხვევითი პროცესი არ არის - მიგრანტები ევროპას ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიუქსია - დასავლეთის მხრიდან მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საპასუხოდ.

 

თუმცა, ცხადი იყო, რომ ლიეტუვა მხოლოდ დასაწყისია და მიგრანტთა უმრავლესობისთვის ეს მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორიაა, მათი უმრავლესობა კი დასავლეთ ევროპის მდიდარ ქვეყნებში მოხვედრას ცდილობს.

 

ტალღა უკვე გერმანიაშიც იგრძნობა - ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის მანძილზე ბელარუსიიდან, ლიეტუვის და პოლონეთის გავლით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის 250-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. შემოსულთა დიდი ნაწილი ერაყელია.

 

გამოძიებამ ცხადყო, რომ ყველა ეს არალეგალი ჯერ რეგულარული რეისებით ერაყიდან მინსკში ჩავიდა, შემდეგ კი სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილებით, ჯერ ლიტვაში და პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაში ორგანიზებულად და ცენტრალიზებულად ჩაიყვანეს. ამ გზით ყველა შემოსულმა მიგრანტმა გერმანიის მთავრობას თავშესაფრის მიღება სთხოვა.


 

გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბელარუსში ორგანიზებული ჯგუფების წევრები, რომლებიც ლიეტუვას და პოლონეთს უტევენ, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნებში დიდი ხნით გაჩერებას არ აპირებენ და მათი სამიზნე, პირველ რიგში, ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებია.

 

გერმანიაში ამ დროისთვის ევროპაში ყველაზე მეტი ერაყელი ცხოვრობს - 220 778 ადამიანი, მეორე ადგილზე, დიდი ჩამორჩენით, შვედეთია - 25 896. ალბათ ამიტომაც, არალეგალი მიგრანტები პირველ რიგში გერმანიაში მოხვედრას ცდილობენ.

 

ფაქტია ისიც, რომ ერაყის მთავრობა ლუკაშენკოსთან შეთანხმებით მოქმედებს, რაზეც მეტყველებს ივნისში დანიშნული რამდენიმე პირდაპირი ავიარეისი ორ ქვეყანას შორის - ეს ფრენები ძირითადად მიგრანტების ორგანიზებული გადაყვანისთვის დაინიშნა და უკან, როგორც წესი, ცარიელი თვითმფრინავები ბრუნდებოდნენ.

 

ევროკავშირის კატეგორიული მოთხოვნით, ერაყის მთავრობამ ბაღდადიდან მინსკის მიმართულებით 4 პირდაპირი რეისი ჯერ კიდევ 5 აგვისტოს გააუქმა, თუმცა, ამან პრობლემა ვერ მოხსნა - ერაყიდან ბელარუსში ათასობით „ტურისტი“ მინსკში სტამბოლის გავლით ჩადის.

 

ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოების სააგენტო Frontex-ის  ინფორმაციით, ამ დროისთვის მინსკში 11 000 ერაყის მოქალაქე იმყოფება, თუმცა,  სავარაუდოდ, ის საბოლოო მონაცემები არ იქნება - მიგრანტების ნაკადი ბელარუსში გრძელდება.

 

პოლიტიკური ნების მიუხედავად, ეს პროცესი უფასო არაა - მიგრანტები ბელარუსიდან ევროკავშირში მოსახვედრად 3,5-დან 15 ათასამდე ევროს იხდიან, თანაც, ყოველგვარი გარანტიის გარეშე და უმეტეს შემთხვევებში ეს ფული დაკარგულია.

 

ევროკომისია მხარს უჭერს ლიეტუვას და პოლონეთს, რომლებიც მიგრანტებს თავშესაფრის მიცემაზე ტოტალურად უარს ეუბნებიან და მათ უკან, ბელარუსში დაბრუნებას ცდილობენ. პოლონეთის მთავრობის შეფასებით, ლუკაშენკო ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

 

„ბელარუსიდან შემოსული ადამიანების პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს - მათი უკან დაბრუნება“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ.

 

სავარაუდოდ, ანალოგურ პოზიციას გერმანიაც დაიკავებს, რომელსაც არ სურს ლუკაშენკოს მხრიდან ძირგამომთხრელი საქმიანობის წახალისება.


welt.de

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up