Die Welt: გაზი იაფდება,„ გაზპრომი“ ზარალი საფრთხის წინაშეა

Die Welt: გაზი იაფდება,„ გაზპრომი“ ზარალი საფრთხის წინაშეა

access_time2020-02-18 20:30:13

ბუნებრივი გაზის ფასი საერთაშორისო ბაზარზე მცირდება. ამის გამო რუსეთის გადასახადების უმსხვილეს გადამხდელს, კონცერნ „გაზპრომს“ მრავალმილიარდიანი ზარალი ემუქრება.ფასების ვარდნა ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში და დეკემბერში დაიწყო, იანვარში ტენდენცია გაძლიერდა. წლის შედეგების თანახმად, ვარდნამ 30% შეადგინა. ეს სერიოზული მაჩვენებელია ბაზრისთვის.ამის მიზეზი გახდა მოთხოვნის შემცირება ჩინეთში, გაზის მთავარ იმპორტიორ-ქვეყანაში.


„კვირაზე მეტია, რაც მინიმუმ 5 ტანკერმა თხევადი გაზით, რომელიც ჩინეთში მიდიოდა, მარშრუტები შეცვალა“- წერს ბრიტანული საკონსალტინგო კომპანია Poten & Partners.


რამდენიმე დღის წინ თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორის, ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა რომ ქვეყნის გაზის კონცერნები სერიოზულად დაკავებულები არიან იმით, რომ ეძებენ გასაღების ახალ ბაზრებს იმ გაზისთვის, რომელიც ჩინეთისთვის იყო განკუთვნილი.ასე რომ ზედმეტი გაზი ეძებს ახალ ბაზრებს და აგდებს ფასებს - მათ შორის ევროპაში.


შექმნილი სიტუაცია ძალიან წააგავს 2014 წლის მოვლენებს, როდესაც ნავთობის ფასების დრამატული ვარდნა დაფიქსირდა. მაშინ, მსოფლიოს უმსხვილესმა ექსპორტიორმა საუდის არაბეთმა ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გადაწყვიტა თავის კონკურენტზე -აშშ შტატებზე გამარჯვება. გამომდინარე აქედან, მკვეთრად გაზარდა მოპოვება. საბოლოო ჯამში, ამან შავი ოქროს სწრაფი გაიაფება გამოიწვია, რომლის კომპენსირებაც დღემდე ვერ მოხერხდა.


ყოველ შემთხევაში, 2014 წლის შემდეგ ნავთობი არც ერთხელ არ მიახლოვებულა 100-დოლარიან ნიშნულს მაშინ, როდესაც 2016 წლამდე 100 დოლარი ბარელზე ჩვეულებრივი, სტანდარტული ფასი იყო.გაზის გაიაფების უფრო გრძელვადიანი მიზეზია ის, რომ ბაზრებზე, სადაც ადრე ძირითადად მილსადენების გაზი იყიდებოდა, დღეს აქტიურად შედის თხევადი აირი, რამაც დივერსიფიცირების შესაძლებლობები გაზარდა. გარდა ამისა, თხევადი გაზის ექსპორტი გაააქტიურა ამერიკამაც, რომელიც გლობალური ბაზრის დაპყრობას 2018 წლიდან ცდილობს.


ეს პირველ რიგში ეხება ევროპის მთავარ მიმწოდებელს, მსოფლიოში უმსხვილეს გაზის კონცერნს - „გაზპრომს“.



რუსულ გიგანტზე მოდის ევროპის გაზმომარაგების 40%, თავად „გაზპრომისთვის“ კი ევროპის ბაზარს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შიდა ბაზარზე, ტარიფების მკაცრი რეგულაციების გამო, მისი შემოსავალი თითქმის ნულოვანია.


აშშ-ს სურს თავის წილის გაზრდა ევროპაში. როგორც მინიმუმ, საუბარია იმაზე, რომ „გაზპრომმა“ ვერ უნდა გაზარდოს თავისი ბატონობა და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე.
ამისთვის ვაშინგტონმა ჩაშალა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა. სანქციების გამო პროექტიდან გამოვიდა შვეიცარიული კომპანია Allseas, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟში.რუსები არ ნებდებიან და დარჩენილი 150 კილომეტრის დასრულებას თავიანთი ძალებით ცდილობენ.


ბალტიის ზღვისკენ მიემართება რუსული გემი „Академик Черский, რომლის სპეციალიზაციაც არის მილების მონტაჟი.თუმცა, მას გაუჭირდება შვეიცარიული კომპანიის ხომალდების ჩანაცვლება, რადგანაც რუსეთი არ ფლობს ტექნოლოგიებს, რომლებიც აუცილებელია დიდ სიღრმეზე მუშაობისთვის.„რუსები ვერ დაასრულებენ მილსადენის მშენებლობას თავისი ძალებით“ - განაცხადა მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა დენ ბრუიეტმა.


„ისინი ვერ შეძლებენ“ - თქვა მან და პროექტისთვის კიდევ უფრო დიდი წინაამღდეგობის გაწევა დააანონსა.


პირველ რიგში ეს არის ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება, განსაკუთრებით კი, აშშ-სთან სავაჭრო ომის, შემდეგ კი კორონავირუსის შედეგად. მეორეს მხრივ, რუსულ-ევროპული გაზის საკითხებზე კამათის ფონზე და მიწოდების შეფერხების შიშით, ევროპის ქვეყნებმა აავსეს გაზსაცავები და გაზის რეკოდრული რაოდენობა შეისყიდეს.თუმცა, დავა მშვიდობიანად დასრულდა, რამაც საწვავზე ფასი შეამცირა.


„გაზპრომისთვის“ სიტუაცია საკმაოდ რთულია, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ის არის ბიუჯეტის შევსების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთში. უკვე 2019 წელს ფინანსური მაჩვენებლები არასახარბიელო იყო. მე-3 კვარტალში კი კონცერნის მოგება 45%-ით შემცირდა.2020 წელი იქნება უფრი რთული, რადგანაც გაზის სიჭარბე ბაზარზე რჩება უცვლელი, ფასი კი - დაბალი.


ბედის ირონიაა - ამისთვის გარკვეულწილად პასუხისმგებელია თავად რუსული მონოპოლია - ის აქტიურად ყიდის გაზს თავის ახალ პლატფორმაზე, თანაც, სერიოზული ფასდაკლებით. ეს თავის მხრივ, ნამდვილად არ უწყობს ხელს გაზზე ფასის ზრდას.


ზაფხულში გაზი ევროპაში შესაძლოა კიდევ ერთხელ გაიაფდეს - პროგნოზირებს ენერგეტიკული კვლევების ოქსფორდის ინსტიტუტი.თავად „გაზპრომი“ კი არ უარყოფს, რომ 2020 წელი იქნება პრობლემური, თუმცა, იმედოვნებს, რომ 2021-ში სიტუაცია გაზის გლობალურ ბაზარზე ისევ გამოსწორდება.


წყარო: welt.de

თენგიზ აბლოთია


თეგები:
გაზპრომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up