Die Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყამს

Die Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყამს

access_time2021-05-31 19:00:13

როგორც ჩანს, ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს შემოიღებს სანქციებს, რომლებიც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს მართლაც დააზარალებს. არჩევანი საკმაოდ დელიკატურია - შეზღუდვები არ უნდა შეეხოს რიგით ბელარუსებს, რომელთა უმრავლესობა რეჟიმის წინააღმდეგია და მათი დასჯა არალოგიკური იქნებოდა.

 

თუმცა, ახალი სანქციები წერტილოვან დარტყმებს პირველად გასცდება.

 

რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის 25 სახელმწიფოს ლიდერი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე შეთანხმდა, რაც ერთობის იშვიათი გამოვლინება გახდა. ამჯერად სიტყვა ევროკომისიას ეკუთვნის, რომელმაც კონკრეტული ზომების პროექტი უნდა წარადგინოს.

 

ამ დროისთვის ცხადი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი ლუკაშენკოს ყველაზე სუსტ ადგილს უმიზნებს.

 

სანქციები 2 პაკეტად გაიყოფა - პირველი რეჟიმის პირდაპირ მხარდამჭერ ორგანიზაციებს და კერძო პირებს შეეხება. მშვიდობიანი გამოსვლების სასტიკი ჩახშობის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის გარემოცვის თითქმის 90 წევრს დაუწესა.

 

ამჯერად სიის გაფართოება, სავარაუდოდ, Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებული პირების ხარჯზე იგეგმება.

 

პერსონალური სანქციები - ისეთი მარტივი საკითხი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სანქციების ქვეშ მოხვედრილმა ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება ევროპის სასამართლოებში გაასაჩივრეს და სასამართლოები მოიგეს კიდეც, რადგანაც მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ბრალდებები მათ წინაამღდეგ არასაკმარისად დასაბუთებულია.

 


ევროკომისია, რომელსაც მარცხები არ უყვარს, საფუძვლიანად მუშაობს, და სპეცსამსახურების მეშვეობით ეჭვმიტანილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აგროვებს - სანქციების სამართლიანობა ეჭვებს არ უნდა იწვევდეს.

 

თუმცა, პერსონალურ სანქციებს ძირითადად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ბელარუსულ ელიტას ევროპასთან თითქმის არანაირი კავშირი არ გააჩნია - ისინი საბანკო ანგარიშებს და უძრავ ქონებას ძირითადად რუსეთში ფლობენ.

 

გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება ეკონომიკური სანქციები, რომლებიც შეეხება მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს, და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის აკრძალვას.

 

რა თქმა უნდა, ბელარუსისთვის რუსეთი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ქვეყნის ექსპორტის 20% ევროკავშირზე მოდის, ეს კი საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია.

 

სავარაუდოდ სანქციები იმ დარგებს შეეხება, რომლებსაც რეჟიმისთვის დიდი მოგება მოაქვთ - ქიმია, ნავთობგადამუშავება, ხე-ტყის გადამუშავება, ფინანსური სექტორი.

 

ყველაზე მტკივნეული სავარაუდო სანქციებს შორის ბელარუსული კალიუმის ექსპორტის აკრძალვა იქნება, რომელიც ევროპაში ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

 

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სანქციები საკმაოდ რთული თემაა ევროკავშირისთვის, რომელსაც ბელარუსულ რეჟიმთან ერთად თავისი მოკავშირის - ბელარუსის მოსახლების დასჯა არ სურს. ამიტომაც სანქციები ბელარუსის ეკონომიკის დიდ ნაწილს არ შეეხება.

 

გარდა ამისა, ევროპელებს არ სურთ სანქციებით მინსკის რუსეთთან უფრო ღრმა ჩახუტების ხელშეწყობა - დასუსტებულ ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიებს პუტინის მეგობრების მხრიდან "ჩაყლაპვა" ემუქრება.

 

ლუკაშენკო სწორედ ამ შიშებზე თამაშობს,  სანქციებს უაზრობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის შეწყვეტით მიყენებული ზარალის კომპენსირება შესაძლებელი  რუსეთის და ჩინეთის ხარჯზე იქნება.

 

თუმცა, ევროპული სანქციები ეკონომიკურ ზარალს ბელარუსს და მის მხარდამჭერ რუსეთსაც, მაინც მიაყენებს.

 

 welt.ge


თენგიზ აბლოთია


თეგები:
Die Welt



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up