Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება

access_time2020-09-29 19:00:32

კვირას, დილის 4 საათზე, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მორიგი ომი დაიწყო.

 

საომარი შეტაკებები ორ ქვეყანას შორის მუდმივად ხდება იმის შემდეგ, რაც 90-ანი წლების დასაწყისში ხანგძლივი და სისხლისმღვრელი ომის შედეგად, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი მთიანი ყარაბახის ტერიტორია სომხეთმა დაიკავა.

 

1994 წელს მხარეებმა ზავი გააფორმეს, თუმცა ის მუდმივად ირღვევა. ბოლოს ეს ივლისში მოხვდა, როდესაც 2 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. როგორც წესი, მსგავსი ლოკალური შეტაკებები ხდებოდა საზღვრისპირა რეგიონებში და რამდენიმე დღეში სრულდებოდა. თუმცა,  დღეს ეს ასე არაა.

 

აზერბაიჯანის ჯარმა სადავო ტერიტორიას მასიურად შეუტია, სომხეთში, აზერბაიჯანში და თავად ყარაბახში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.

 

ეს ომი სავსებით მოსალოდნელი იყო - საქმე იმაშია, რომ ბოლოდროინდელი სასაზღვრო ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანს მხარდაჭერა თურქეთმა გამოუცხადა - პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოგანის თქმით, სომხეთს ნებისმიერი თავდასხმისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

 

აი უკვე 30 წელია აზერბაიჯანი თურქეთის ერთგული მოკავშირეა, ანკარა კი მას თანამედროვე შეიარაღებას აწვდის.

 

თუმცა, სამხრეთ კავკასიაში ერდოგანის ჰეგემონიზმს სერიოზული მოწინაამღდეგე ჰყავს  - რუსეთი, რომელსაც სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები აქვს. თურქეთი უკვე წლების მანძილზე ეპაექრება მოსკოვს ლიბიაში და სირიაში, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ერდოგანმა იგივე კავკასიაშიც გაიმეოროს.

 


მოსკოვის პირველი რეაქცია საკმაოდ სუსტი იყო - იმის მიუხედავად, რომ ერევანი მოსკოვის სამხედრო მოკავშირეა, კრემლი, როგორც ჩანს, კონფლიქტში ჩარევის დიდ სურვილს არ ავლენს.

 

თანაც პუტინს არ სურს ომი თურქეთთან და მისი ინტერესია სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არსებული მტრობის შენარჩუნება. ამიტომაც, ის იარაღს ორივე მხარეს მიაწვდის.

 

თავის მხრივ ერდოგანი ფსონს დაშინებაზე დებს. ძალისმიერი ჩარევა ყარაბახის კონფლიქტში  მისი მხრიდან ევროპისთვის ძალის დემონსტრირება იქნება.  უკვე არის ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში თურქეთის მიერ კონტროლირებადი 1000-მდე სირიელი დაქირავებული გამოჩნდა - ამბობენ, რომ ყოველ მათგანს თვეში 2500 დოლარს უხდიან.

 

სირიული მას-მედიას ინფორმაციით, პირველი ჯგუფი აზერბაიჯანში ჯერ კიდევ 1 თვის წინ ჩავიდა, ახალ ომამდე დიდი ხნის წინ.

 

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთი აზერბაიჯანში „უცხოელი მებრძოლების“ შეყვანაში დაადანაშაულა. უწყების ხელმძღვანელის ზოგრაბ მნაცაკანიანის თქმით, ეს იყო ძალის გამოყენების პირდაპირი მუქარა.

 

დღეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი და ღია ომი მიმდინარეობს.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას შეტაკებების დროს 20 სირიელი დაქირავებული დაიღუპა, თუმცა ეს ცნობები ოფიციალურად არავის დაუზუსტებია, მათ შორის არც სომხურ მხარეს.

 

სირიაში, ოპოზიციის ბასტიონში, იდლიბის რეგიონში, დაღუპულების სახელები უკვე გამოქვეყნდა.

 

ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ამჟამად მებრძოლების აზერბაიჯანში სრულმასშტაბიანი გადასროლისთვის მზადება მიდის.

 

ბოლო პერიოდში ლიბიაში და სირიაში მებრძოლებს ხელფასები მნიშვნელოვნად შეუმცირეს. ასე თურქეთი ცდილობს მათ აზერბაიჯანში გამგზავრება აიძულოს“ - აცხადებს ანონიმური წყარო.

 

Die welt


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up