Die Welt: პანდემიისგან სიკვდილიანობის ახალი ეპიცენტრი აღმოსავლეთ ევროპა

Die Welt: პანდემიისგან სიკვდილიანობის ახალი ეპიცენტრი აღმოსავლეთ ევროპა

access_time2021-03-25 19:00:10

პოლონეთში ახალი ლოკდაუნი ამოქმედდა, რომელიც მინიმუმ 9 აპრილამდე გაგრძელდება. სკოლები და მაღაზიები ისევ დაიხურა, ასევე განიხილება კომენდანტის საათის შემოღების და ქუჩაში გასვლის შეზღუდვების საკითხი. ეს მხოლოდ დასაწყისია, პოლონეთის მთავრობა ლოკდაუნის გამკაცრების უფლებასაც იტოვებს.

 

ეს იძულებითი ზომაა, პოლონეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. ქვეყანაში საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 26 000-ს მიაღწია, რაც წინა კვირასთან შედარებით 38%-ით მეტია.

 

თუმცა, ასეთი ვითარება დღეს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც კორონავირუსით დაავადების და სიკვდილიანობის კუთხით, დღეს მსოფლიო ლიდერია. ჩეხეთში დაინფიცირების მაჩვენებელი დღეში 1 მლნ. ადამიანზე 973 შემთხვევაა, ხოლო უნგრეთში - 738. ეს 7-10-ჯერ მეტია, ვიდრე გერმანიაში.

 

პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში და უნგრეთში საავადმყოფოები გადაჭედილია, მძიმე შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის ახალგაზრდებს შორის იზრდება. ერთი შეხედვით პიკი უკვე მიღწეულია, თუმცა შემცირება ჯერ არ დაწყებულა და სწრაფი გაუმჯობესება მოსალოდნელი არაა.

 

ვარშავის უნივერსიტეტის გათვლებით, თუ ვითარება არ გაუმჯობესდა, პოლონეთის ჯანდაცვის სისტემას უკვე აპრილში სრული კოლაფსი ელის. Gazeta Wyborcza-ს ინფორმაციით, ვარშავის საავადმყოფოებში  კოვიდ-პაციენტებისთვის მხოლოდ 9 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

 

ჭარბმა სიკვდილიანობა არნახული მასშტაბები მიიღო. 2020 წლის ნოემბერში პოლონეთში 2-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ჭარბი სიკვდილიანობა სხვადასხვა მასშტაბებში, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში აღინიშნება - 2021 წლის 31 იანვრის მონაცემებით, 2020 წლის ამავე პერიოდში შედარებით სლოვაკეთში 50%-ით მეტი ადამიანი მოკვდა, ჩეხეთში კი 39%-ით. საშუალო სივკდილიანობამ 1 მლნ. ადამიანზე უნგრეთში 16,7-ს, სლოვაკეთში 14,9-ს, ხოლო ჩეხეთში 19,2-ს შეადგენა. ეს ასევე 10-ჯერ მეტია ვიდრე გერმანიაში.

 


10-მილიონიან უნგრეთში, სადაც სხვებთან ერთად რუსული და ჩინური ვაქცინაც გამოიყენება, ამ დროისთვის კორონავირუსისგან 18 000 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთში და უნგრეთში აქტიური ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემიის შერბილება ვერ ხერხდება. პირველი რიგის პრობლემა კი მაღალი სიკვდილიანობა.

 

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩეხი ბიოლოგის იაროსლავ  ფლეგრის თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხეს თვეების მანძილზე არასათანადოდ აფასებდა, დღეს კი მოსახლეობისგან შეზღუდვების დაცვას ითხოვს.

 

„ამ არათანმიმდევრულობამ მოსახლეობა დააბნია, მთავრობამ კი ნდობა დაკარგა. შედეგად მიღებული შეზღუდვები არაეფექტურია. დღე არ გადის ისე, რომ, მაგალითად, ჩეხეთში იატაქვეშა წვეულება არ გამოვლინდეს. ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები რეგულაციებს სისტემატურად არღვევენ, რამაც დაინფიცირების მკვეთრ ზრდას ხელი შეუწყო“ - მიიჩნევს ის.

 

 

ექსპერტების აზრით, ოფიციალური ციფრები არასანდოა და პანდემიის რეალური მასშტაბები აღმოსავლეთ ევროპაში 5-10-ჯერ მეტია. კონსერვატიული შეფასებებით უნგრეთში ყოველდღიური ინფიცირება 30 000-ს ჩეხეთში 50 000-ს აღწევს.

 

პრობლემას ისიც ართულებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ფართოდ გავრცელდა ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც ბევრად უფრო გადამდებია და სავარაუდოდ, არსებული ვაქცინები მის წინაამღდეგ არაეფექტურია.

 

მესამე პრობლემაა რეგიონის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების არასათანადო დაფინანსება და არასაკმარისი პერსონალი.  2004 წელს ათასობით ექიმმა პოლონეთიდან და უნგრეთიდან ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში სამუშაოდ წავიდა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება - უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტები სამუშაოდ გერმანიაში და ჰოლანდიაში ჩადიან.

 

Eurostat-ის მონაცემებით, დღეს პოლონეთში 100 00 მოქალაქეზე 238 ექიმი მოდის, რაც ევროკავშირში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, უნგრეთში საქმე ცოტათი უკეთესადაა - იქ 100 000 ადამიანზე 338 ექიმია,  თუმცა, კრიზისებთან გამკვლავებისთვის ესეც არასაკმარისია. მაგალითად, გერმანიაში 100 000 მოქალაქეზე 431 ექიმია.

 

ექსპერტები პროგნოზებს ვერ აკეთებენ როდისაა მოსალოდნელი პანდემიის უკან დახევა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობები კი შეზღუდვებს ამკაცრებენ და ვაქცინაციის იმედით არიან.

 

 

წყარო: www.welt.de





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up