ოპოზიციის მიერ წაყენებული ულტიმატუმი ორშაბათს დასრულდა და ბელორუსიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. მასში რამდენიმე რეგიონის მსხვილი საწარმოები და ქვეყნის ინდუსტრიის ფლაგმანები მონაწილეობენ.
ამ გზით ლუკაშენკოს მოწინაამღდეგეები უფრო ხისტ ქმედებებზე გადადიან, თუმცა, ეს ამავე დროს, რისკსაც ზრდის.
გაფიცვამ ლუკაშენკოზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს და მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა უნდა აიძულოს. თუმცა, ის მოსკოვის ყურადღების მიქცევასაც აირებს. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, გაფიცვამ პუტინი უნდა დაარწმუნოს, რომ ლუკაშენკოს მხარდაჭერა მისთვის წამგებიანია.
კრემლმა უფრო მკვეთრი პოზიცია უნდა დაიკავოს და აიძულოს ლუკაშენკო გადადგეს - ამბობს ვასილი დილევსკი, მინსკის ტრაქტორების ქარხნის მუშა რომელიც ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრია. ის ამჟამად პოლონეთშია გადახვეწილი და თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვარშავიდან ადევნებს.
„რუსეთის პრეზიდენტს ლუკაშენკოს რეჟიმის არ მოსწონს. ამიტომაც ის ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მასშტაბური გაფიცვის შედეგად პუტინი მიხვდება, რომ ლუკაშენკოს წასვლა მილიონობით ბელორუსს სურს“ - ამბობს მუშა-ოპოზიციონერი.
თუმცა, ძნელი სათქმელია რამდენად მასობრივი და ხანგძლივი იქნება გაფიცვა და მას რამდენი ბელორუსი შეუერთდება. ბევრ რეგიონში მოსახლეობა დაშინებულია. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის კვლევის თანახმად, პროტესტებს მხარს ბელორუსების მხოლოდ 43% უჭერს, ყოველი მე-5 მოქალაქე თავს ლუკაშენკოს მომხრედ მიიჩნევს, 34% ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
ბრიუსელში ამ მოვლენებს მშფოთვარებით უყურებენ - არაა გამორიცხული, რომ საქმე ძალადობამდე მივიდეს, მათ შორის დემონსტრანტების მხრიდანაც, ეს კი ლუკაშენკოს აწყობს, ამან შესაძლოა პუტინს ძალისმიერი ჩარევის საბაბი მისცემს.
ასევე ცხადია, რომ პუტინის არასდროს აღიარებს პრეზიდენტად ოპოზიციის დღევანდელ პროდასავლურ ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას.
ასეა თუ ისე, ყველა, ბრიუსელშიც და მინსკშიც, აღიარებს, რომ ვერ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც პუტინი არ დაეთანხმება. რუსეთი ქვეყანა-გარანტად კვლავ რჩება, პუტინს კი საკუთარ სახლთან ახლი დემოკრატიული ხანძრის ხილვა არ სურს.