Die Welt: ბელარუსი: IT-სამოთხის დასასრულის დასაწყისი

Die Welt: ბელარუსი: IT-სამოთხის დასასრულის დასაწყისი

access_time2021-02-15 20:00:13

ბელარუსი არის უნიკალური, სახელმწიფო-კაპიტალისტური ქვეყანა ევროპაში, რომელიც სწრაფად განვითარებად, და მსოფლიო დონის კონკურენტუნარიან IT-სექტორს ფლობს. ზოგჯერ მას „აღმოსავლეთ ევროპის სილიკონის ველს“უწოდებენ, იმის გამო, რომ მინსკთან ახლოს მდებარე მაღალტექნოლოგიურ ცენტრებში ისეთი კომპანიების ოფისებია გახსნილი, როგორც Google და Yandex-ია.

 

ამ ცენტრებში ასევე მსოფლიოში პოპულარული კომპიუტერული თამაშები, მაგალითად, World of tanks იქმნება.

 

ამიტომაც, ბელარუსი მსოფლიო მნიშვნელობის IT-სამოთხეა. ქვეყნების მაღალტექნოლოგიური ექსპორტი ერთ სულ მოსახლეზე 2-ჯერ მეტია, ვიდრე შტატებისა და 6-ჯერ  მეტი - ჩინეთთან შედარებით. 2020 წელს მაღალ ტექნოლოგიებზე მოდიოდა ბელარუსის მშპ-ს 8% და ექსპორტის 35%.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი EPAM Systems 1993 წელს მინსკში შეიქმნა, 2020 წელს კი გავლენიან ჟურნალ Fortune-ის რეიტინგში 100 ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიებს შორის 21-ე ადგილი დაიკავა.

 

საერთაშორისო IT-კონცერნები ბელარუსის ადამიანურ კაპიტალს ძალიან აფასებენ - იქ დაბალი ხელფასებია, მაღალი დონის ტექნიკური განათლება, ბევრი ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდა, და ულტრათანამედროვე ოფისები.

 

თუმცა, როგორც ჩანს, წარმატების ეს სამაგალითო ისტორია დასასრულს უახლოვდება - ბელარუსის IT-ბაზარი მიმზიდველობას კარგავს - პოლიტიკური მიზეზების გამო.

 

2020 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას დაანახა, რამდენად მსხვრევადია სახელმწიფო კაპიტალიზმი, რომელიც დიქტატორული მეთოდებით იმართება.

 

წლების წინ, როდესაც ქვეყანაში IT-სექტორის აღზევება დაიწყო, ხელისუფლებას და პროგრამისტებს შორის არაოფიციალური გარიგება დაიდო - სახელმწიფო მათ არ ეხება, არ არეგულირებს, და მუშაობაში ხელს არ უშლის, ისინი კი პოლიტიკაში არ ერევიან.

 


ისინი ფაქტიურად, დანარჩენი ქვეყნისგან იზოლირებულ, ხელოვნურად შექმნილ ერთგვარ კუნძულზე ცხოვრობდნენ. 2020 წლის სექტემბერში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებამ, და ამის შემდეგ დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ ეს რეალობა დაასამარა.

 

ილუზია, რომ შესაძლებელია თავისუფლების კუნძული ტოტალიტარიზმის ზღვაში მუდმივად არსებობდეს - დაიმსხვრა. დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გარიგების თავისი მხარე უხეშად დაარღვია - 2020 წლის შემოდგომაზე თითქმის ყოველკვირეულად ინტერნეტი ითიშებოდა.

 

გლობალური ქსელის სახელმწიფოს მხრიდან ბლოკირებამ  IT-ს კომპანიებზე ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა  - გათიშული ინტერნეტის ყოველი დღის შემდეგ მათ  უცხოელი პარტნიორებისთვის მდგომარეობის ახსნაზე უამრავი დროის დაკარგვა უწევდათ.

 

თუმცა, ეს მთავარი პრობლემა არ იყო - გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა ვიზიტები გახშირდა, რამაც IT- ინდუსტრიას ბელარუსში მთავარი - სტაბილურობა და უსაფრთხოების შეგრძნება - წაართვა.

 

ყველაზე ცუდი ის კი არაა, რომ უცხოელი ინვესტორების თვალში ბელარუსმა სანდო პარტნიორის რეპუტაცია დაკარგა, არამედ ის, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავიანთ ქვეყანაში დარჩენა არ  სურთ. სულ რამდენიმე თვეში ბელარუსი რამდენიმე ათასმა ახალგაზრდა პროგრამისტმა დაკარგა.

 

დღეს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 9,4 მლნ.-ს არ აღემატება, 1700 IT-კომპანიაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, და მათ შორის სულ უფრო მეტს ტოტალიტარულ დიქტატურაში ცხოვრება არ სურს.

 

მათ სხვა ქვეყნებში დასაქმების პრობლემა არა აქვთ - ბელარუსიელ პროგრამისტებზე ნადირობა პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, და უკრაინამ გამოაცხადეს. ამ დროისთვის 2000-მდე IT-სპეციალისტი სამუშაოდ კიევში გადავიდა და ეს - მხოლოდ 4 თვის მანძილზე.

 

ნადირობა არა მხოლოდ ცალკე აღებულ თანამშრომლებზე, არამედ მთლიანად კომპანიებზე მიდის -მაგალითად, ლატვიის ინვესტიციების სააგენტომ ბელარუსიდან უკვე 17 კომპანია გადმოიბირა. მოლაპარაკებები კიდევ 50 კომპანიასთან მიმდინარეობს.

 

აქტიურობს პოლონეთიც, რომელმაც სამუშაო ვიზები ბელარუსიდან გამოქცეულ 2200 პროგრამისტს გამარტივებული წესით მისცა.

 

ლუკაშენკოს თავის დამშვიდება იმით შეუძლია, რომ ქვეყანას ჯერ ძირითადად მცირე კომპანიები და ცალკე აღებული პიროვნებები ტოვებენ. მსხვილი მოთამაშეები ჯერ ქვეყანაში რჩებიან, თუმცა, წასვლაზე იქაც ფიქრობენ. 

 

ეს უბრალოდ დროის საკითხია, და როდესაც ბელარუსის დატოვების გადაწყვეტილებას EPAM და სხვა გიგანტები მიიღებენ -ნამდვილი კატასტროფა „აღმოსავლეთ ევროპის სილიკონის ველისთვის“ სწორედ მაშინ დაიწყება.

 

welt.de

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ბელარუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up