Die Welt: ამერიკელი მილიარდერები გადასახადებს თითქმის არ იხდიან

Die Welt: ამერიკელი მილიარდერები გადასახადებს თითქმის არ იხდიან

access_time2021-06-15 20:00:35

ამერიკელი მილიარდერები გადასახადებს თითქმის არ იხდიან - ასე დასკვნის გაკეთება შეიძლება კონფიდენციალური მონაცემების გაჟონვის შედეგად, წერს გამოცემა Die Welt.

 

ეს აღშფოთებას იწვევს, თუმცა, კითხვებსაც ბადებს - ვინ დგას ამ გაჟონვის უკან? იქნებ ისევ რუსი ჰაკერები?

 

შტატებში მართლაც სენსაცია მოხვდა  - თუ გამოქვეყნებული მონაცემები რეალობას შეესაბამება, ეს აღმაშფოთებელია - 2014-2018 წლებში 25-მა ამერიკელმა მილიარდერმა ფედერალური გადასახადის სახით შემოსავლის მხოლოდ 3,4% გადაიხადეს, რაც რამდენჯერმე ნაკლებია რიგითი ამერიკელების მიერ საკუთარი ხელფასებიდან გადახდილ გადასახადებზე.

 

საიტ ProPublica-ს მონაცემებით, Amazon-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი თვეების მანძილზე გადასახადებს საერთოდ არ იხდიდა. იგივეს ილონ მასკიც ახერხებდა, ხოლო უორენ ბაფეტი, რომელიც მდიდრებისთვის გადასახადების მომატების მომხრეა, თავად საგადასახადო სამსახურში თავისი შემოსავლის მხოლოდ 0,1%-ს რიცხავდა.

 

დღეს ყველას ერთი კითხვა აქვს - როგორ გახდა ეს შესაძლებელი? როგორ მოახერხეს ტოპ-ბიზნესმენებმა წლების მანძილზე მილიარდობით გადასახადების დამალვა მაშინ, როდესაც საგადასახადო სამსახური რიგით ამერიკელებს რამდენიმე ასეული დოლარის დავალიანებასაც კი არ პატიობს?

 

თუმცა, მეორე პრობლემა არავის აწუხებს - საიდან და როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ?


 

ცნობილი ამერიკელი ბლოგერი და ეკონომისტი ტაილერ კოენი მიიჩნევს, რომ ეს დაგეგმილი აქცია იყო.

 

„მე უარესის მოლოდინში ვარ. წარმოუდგენელია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ერთ არაკეთილსინდისიერ თანამშრომელს ამდენი კონფიდენციური ინფორმაციის თავმოყრა და ღილაკის ერთი დაჭერით გაზიარება შეეძლო. ჩემი აზრით ამ დაგეგმილი აქციის უკან რუსეთი დგას“,  - წერს ის.

 

შესაძლოა, ვინმეს ეს შეთქმულების თეორიად მოეჩვენოს, მაგრამ თავად საიტი  ProPublica, რომელმაც ეს სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა, ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

„შესაძლოა ინფორმაცია სახელმწიფო სუბიექტმა გაავრცელა, რომელიც ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. ბოლო პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო უწყებები რუსი ჰაკერების შეტევის მსხვერპლი ხშირად ხდებიან“, - მიიჩნევენ გამოცემის რედაქციაში.

 

ამის მიუხედავად, ProPublica-ში მიიჩნევენ, რომ წყაროს გაურკვევლობის მიუხედავად, მათ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, რადგანაც ამერიკელმა ხალხმა თავისი ბიზნეს-ელიტის შესახებ სიმართლე უნდა იცოდეს და ეს უფრო მნიშვნელოვანია საკითხია, ვიდრე გაჟონვის წყაროს დადგენა.

 

ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ჰაკერებმა, სავარაუდოდ რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით, აშშ-ის საგადასახადო სამმართველოს ქსელში შეაღწიეს. მაშინ გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კონფიდენციურ მონაცემთა მოპარვის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

 

შესაძლოა, ამჟამინდელი გაჟონვის წყარო სწორედ ის კიბერ-შეტევა იყო.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up