Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

access_time2020-11-23 20:00:47

კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.

 

ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.

 

ამ დღეებში მან მონაწილეობა ჯო ბაიდენის მიერ ჩატარებულ ვირტუალურ მრგვალ მაგიდაში მიიღო.

 

„ჩვენ კოლეგები მინესოტაში საპროტესტო აქციებს ატარებდნენ, და სპეცტანსაცმელს ითხოვდნენ. ალბათ რაღაცა მართლაც არასწორადაა ამ ქვეყანაში, თუ ექთნებს პანდემიის დროს ქუჩაში გამოსვლა და მათხოვრობა უწევთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად - დაინფიცირების შემთხვევები იზრდება, საავადმყოფოები კი გადავსებულია. ექიმებს და ექთნებს ერთჯერადი პირბადის 8-10-ჯერ გამოყენება უწევთ“   - უთხრა მან მომავალ პრეზიდენტს.

 

ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტის ინფორმაციით, შტატებში ვირუსისგან გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ  250 000-ს, დაავადებულთა რაოდენობამ  კი  - 11,5 მლნ.-ს გადააჭარბა.  სიტუაციის დრამატულობას თეთრი სახლიც კი ხვდება.

 

„შტატები საშიშ წერტილშია. ჰოსპიტალიზების შემთხვევები ყოველკვირეულად 25%-ით იზრდება, ასევე 25%-ით სიკვდილიანობაც მატულობს“ - ამბობს პრეზიდენტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფის წევრი, ადმირალი ბრეტ ჯირუა.

 

ტესტირების შესაძლებლობაც კი ბედნიერი შემთხვევითობაა. ვაშინგტონში ადამიანებს ტესტის გაკეთებისთვის საათების მანძილზე რიგში დგომა უწევთ.

 


დონალდ ტრამპი შექმნილ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს - მან ძალაუფლების გადაბარებაზე უარი განაცხადა, და ამით საშიში სამართლებრივი ვაკუუმი  შექმნა  - ბაიდენი და მისი გუნდი ინაუგურაციამდე საქმიანობას ვერ შეუდგება, და ეს პირველი ასეთი შემთხვევაა შტატების ისტორიაში. როგორც წესი გარდამავალ პერიოდებში არსებული და მომავალი ადმინისტრაცია ერთად მუშაობენ, თუმცა, არა დღეს.

 

მომავალი პრეზიდენტი პანდემიის საკითხით აქტიურადაა დაკავებული, მან სამუშაო ჯგუფიც კი შექმნა, მაგრამ ის ჯერ-ჯერობით პარალიზებულია - მოქმედი პრეზიდენტი მათთან კონტაქტზე არ გამოდის, და ბოლო დღეების მანძილზე ძირითადად გოლფს თამაშობს. შესაბამისად, კორონავირუსი თავის ნებაზეა მიშვებული, და მას ფაქტიურად არავინ ებრძვის.

 

არსად ჩანს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ტრამპთან არსებულ სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობს.

 

„ამერიკაში ეპიდემიის მეორე ტალღა არ იქნება“ - განაცხადა მან ჯერ კიდევ ივნისში. დღეს კი მისი ქვეყანა მესამე, უმწვავესი ტალღის წინაშ დგას.

 

ტრამპის დამარცხება არჩევნებში დიდწილად მისი მთავრობის ცუდმა კრიზის-მენეჯმენტმა და კორონავირუსის საფრთხის არასათანადო შეფასებამაც გამოიწვია. ის კორონავირუსს გრიპს ადარებდა, და ამბობდა, რომ ინფიცირება შეწყდება, როგორც გი ჰაერის ტემპერატურა აიწევს.

 

დღეს ტემპერატურა ისევ ვარდება, დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კი - იზრდება.

 

თუ სახელმწიფოს მხრიდან უახლოეს კვირებში სასწრაფო და გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაიდგა, მესამე ტალღა შტატებს სრულ ქაოსში ჩააგდებს.

 

მძიმდება ვითარება ეკონომიკაშიც - უმუშევრების და მცირე-საშუალო ბიზნესის დახმარების პროგრამა ჯერაც არაა მიღებული - რესპუბლიკელები და დემოკრატები კონგრესში ამ საკითხში ვერ თანხმდებიან.

 

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ამბობდა, რომ მას-მედია კორონავირუსით სპეკულირებდა, და ამ თემას მის წინაამღდეგ იყენებდა.

 

„კორონა, კორონ კორონა... აი ნახავთ - 4 ნოემბრის შემდეგ კორონის შესახებ არც კი გაიგონებთ“ - დაპირდა ტრამპი თავის ამომრჩეველს.

 

WELT.DE

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
COVID 19



ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up