Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

access_time2020-08-06 19:50:38

ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა.


2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა მაღაზიები და ა.შ.) მესამედი გაკოტრდა და საქმიანობას ვერასდროს გააგრძელებს.


აშშ-მ კორონავირუსთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია ჯერაც ვერ გამოიმუშავა, რის გამოც ინფექცია შტატიდან შტატში მიგრირებს და მან უკვე 160 000 ადამიანი მოკლა. სამედიცინო კატასტროფა შეუფერხებლად ვრცელდება მთელს ქვეყანაში და არავინ იცის იქნება თუ არა მე-2, მე-3, ან მე-4 ტალღა.


ეკონომიკის დახმარების 3ტრილიონიანი პროგრამა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა და გაკოტრების პირას მყოფ ბიზნესს ვერაფერი უშველა. გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მიღებაზე განაცხადების რაოდენობა 1,4 მლნ.-ით გაიზარდა, 30 მლნ.-მა ადამიანმა კი დახმარება უკვე მიიღო.


დონალდ ტრამპმა  ქვეყანას საკმაოდ უცნაური გეგმა შესთავაზა, რომელშიც შეთავსებულია გადასახადების შემცირებასა და ამავე დროს FBI-ს შენობის რემონტისთვის 1,7 მლრდ. დოლარის გამოყოფასთან. თითქოს ამ შენობის რემონტი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანაა.



ის, რომ ქვეყანას ფინანსური დახმარება სასიცოცხლოდ სჭირდება, ყველა სენატორმა და კონგრესმენმა კარგად იცის, მაგრამ ამ წელს შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია.


გარდა ამისა, მთელი გეგმა რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიას სიღრმისეულად ეწინაამღდეგება - ისინი სახელმწიფოს ეკონომიკაში მინიმალური ჩარევის მომხრეები არიან, თანაც მათ არ სურთ დემოკრატების მიერ კონტროლირებადი შტატებისთვის დახმარების გაწევა.


მაისში დემოკრატებმა 3 ტრლნ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი წარადგინეს და წარმომადგენელთა პალატაში ის სწრაფადვე მიიღეს. დემოკრატებს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კვირაში 600-დოლარიანი შემწეობის გადახდის გაგრძელება, ბიზნესისთვის ფართების იჯარის დასაფარად 200 მლრდ. დოლარის გაცემა და სამედიცინო პროგრამებზე დამატებითი თანხების გამოყოფა სურთ.


რესპუბლიკელებმა თავიანთი, ბევრად უფრო მოკრძალებული გეგმა წარადგინეს. ის მხოლოდ 1 ტრლნ. დოლარის გამოყოფას და ასევე შემწეობის 600-დან 200 დოლარამდე შემცირებას გულისხმობს. ამავე დროს რესპუბლიკელების გეგმა გადასახადების შემცირებას, კომპანიებისთვისდახმარების აღმოჩენას, შტატების, ქალაქების და ჯანდაცვის სისტემისთვის ფინანსურ დახმარებას არ გულისხმობს. როგორც ჩანს, მათ არ სურთ იმის აღიარება, რომ ქვეყანაში რაღაც კარგად არაა.


ორივე პროექტის განხილვა კონგრესში 7 აგვისტოს იგეგმება. თუ შეთანხმება ამ 2 რადიკალურად განსხვავებული მიდგომის შეჯერება ვერ მოხვდა, კონგრესი 1 თვით არდადაგებზე წავა, შემდეგ კი საპრეზიდენტო რბოლის გადამწყვეტი ფაზა დაიწყება - არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. ეს კი კომპრომისის ალბათობას კიდევ უფრო შეამცირებს.


ვაშინგტონში რესპუბლიკელების მომხრეებიც კი ვერ ხვდებიან, თეთრი სახლი რატომ არ იბრძვის და ისეთი კანონის მიღებას არ ცდილობს, რომელიც კომპანიებს გაკოტრების, ხოლო ოჯახებს საცხოვრებლის გარეშე დარჩენისგან დაიცავს.


„როგორც ჩანს დონალდ ტრამპს მართლაც არ ესმის, რამდენად მძიმეა ვითარება ეკონომიკაში და რამდენად დრამატულია დაქირავებული თანამშრომლების და მათი ოჯახების მდგომარეობა“, - განაცხადა რესპუბლიკელებთან დაახლოებულიმა ეკონომისტმა მაიკლ სტრეინმა.


წყარო zeit.de

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ამერიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up