Die Tageszeitung: სამედიცინო კატასტროფა დაღესტანში

Die Tageszeitung: სამედიცინო კატასტროფა დაღესტანში

access_time2020-05-22 20:30:48

ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის შემადგენლობაში შემავალ დაღესტანის რესპუბლიკაში კორონავირუსისგან დაავადებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით იზრდება. აქ წესებს არ იცავენ და იზოლირებას არ ჩქარობენ, ხოლო ხანძრის ჩასაქრობად მოსკოვის დახმარება გახდა საჭირო.


აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მახაჭკალიდან მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფოდ გადაიყვანეს. ჩრდილოეთ კავკასიაში მას უკვე ვერ შველოდნენ, რის გამოც მისი ტრანსპორტირება მოსკოვში გახდა აუცილებელი. თუმცა, ის არაა რიგითი, ჩვეულებრივი დაღესტანელი. მისი შვილია - შერეული ორთაბრძოლების აღიარებული ოსტატი, მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი. კორონავირუსით დაავადებულ სხვა ადამიანს მოსკოვის ყურადღების ლოდინი გაცილებით უფრო დიდხანს მოუწევდა. აბდულმანაპს გაუმართლა - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასევე შერეული ორთაბრძოლების მოყვარულია და ჰაბიბს პირადად იცნობს. თუმცა, დანარჩენები გაცილებით ნაკლებად იღბლიანები არიან. ოფიციალური მონაცემებით. 2-მილიონიან რესპუბლიკაში კორონავირუსით 3600 დაავადდა, 32 კი დაიღუპა. ჯანდაცვის ადგილობრივი სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებულთა რეალური ციფრი 14 000-ს შეადგენს.


რეალურად სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა  - სტატისტიკას კორონავირუსისის ნაცვლად პნევმონიის დიაგნოზის დასმა აუმჯობესებს. რუსეთში ტრადიციულად მაღალია უნდობლობა ხელისუფლებისადმი.


„პნევმონიისგან ოფიციალურად დაღესტანში კორონავირუსზე 20-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება“ - ამბობს მწერალი და საზოგადოებრივი აქტივისტი საიდ ნეინალოვი.



მისი თქმით, მატერიალური რესურსების გარდა შექმნილი მძიმე კრიზისის მიზეზი არასაკმარისი საინფორმაციო პოლიტიკაც აღმოჩნდა.


„სახლში არავინ რჩება, ასევე თვითიზოლაციის რეკომენდაციებსაც არავინ იცავს. ეს ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტის ბრალიცაა - ადამიანები მეჩეთებში დადიან, დიდ ოჯახურ წვეულებებს და გასვენებებს აწყობენ - და ეს ყველაფერი - რეკომენდაციების მიუხედავად“  - ამბობს ნეინალოვი.


სოფლებში ტრაგიკული ვითარებაა შექმნილი - ნათესავებმა ვირუსი ასაკოვან ადამიანებს გადადეს, ავადმყოფების დიდი რაოდენობა სახლებში, უხმაუროდ და ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე კვდება. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად კორონავირუსისგან დაღესტანში მხოლოდ 32 ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ მედიკოსებს შორის დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. ზოგიერთ სოფელში  ნახევარი მოსახლეობა დაავადდა, იქ დღეში 3-4 ადამიანი კვდება. ეს სოფელ ტემეკმახის მერმაც დაადასტურა - მისი თქმით, სოფელში მცხოვრები 2000 ადამიანიდან 1000-ზე მეტი ინფიცირებულია, ხოლო აპრილში 12 ადამიანი გარდაიცვალა. და ეს მაშინ, როდესაც ეპიდემიამდე ტებეკმახში წელიწადში სიკვდილიანობა საშუალოდ 15 ადამიანს შეადგენდა.


ეს სრული სამედიცინო კატასტროფაა.


„მოსკოვმა რესპუბლიკის ხელმძღვანელად უცხო, არადაღესტანელი დანიშნა. მას რესპუბლიკაში კლანური და ეთნიკური შუღლის აღმოფხვრა ევალებოდა. თუმცა, წესრიგი და ეფექტურობა მხოლოდ ფასადური აღმოჩნდა“ - თვლის რუსი პოლიტოლოგი კირილ როგოვი.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up