დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

access_time2020-09-28 11:49:17

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს.

სკვერებში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, საჩრდილობელი, საბავშვო ატრაქციონები. მიმდინარეობს ხე-მცენარეების დარგვის პროცესი სკვერებში განთავსდება საპარკე ფურნიტურა.

პროექტებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან თარაშ შურღაიასთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


აღნიშნული სივრცეების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 237 409 ლარია გამოყოფილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ოქროს მოპოვებიდან სასტუმრო ბიზნესამდე - ვინ არის ანაკლიის ახალი ინვესტორი

ოქროს მოპოვებიდან სასტუმრო ბიზნესამდე - ვინ არის ანაკლიის ახალი ინვესტორი
access_time2020-10-30 11:00:48
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ პროგრამის 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ფარგლებში ინვესტორ კომპანია VM Industries-ს 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა. ბიზნესის რეესტრის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მფლობელები საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა არიან, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდანაა.   ჰესები,...

რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ

რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ
access_time2020-10-30 10:00:09
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი. მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაც მათი მთავარი დანაპირების მიღწევაზე იყო ორინეტირებული. როგორ წარმოედგინა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რას გეგმავდა მაშინ ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკურ დაპირებას „კომერსანმტმა“ მოუყარა თავი. სხვადასხვა სიმობოლებით ჩვენ გთავაზობთ მმართველი გუნდის განვლილ 4...


მსგავსი სიახლეები

up