დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

access_time2020-10-01 12:14:39

1 ოქტომბერს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. „დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები 2020 მემორანდუმს შეუერთდნენ:    დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე, “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი” - გედევან ფოფხაძის შტაბის უფროსი მირიან ნიკოლაძე, გაერთიანებული ოპოზიცია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “თავისუფალი საქართველო” - თენგიზ ომანიძე, “გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია” - თამარ ჭიჭინაძე, პატრიოტთა ალიანსი - არჩილ ბენიძე, “რეფორმერი” - დავით შალუტაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ქაჯაია.


“ჩვენი ქვეყნის მომავალის ფორმირება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, დღეს, სხვადასხვა პარტიისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ერთ ოლქში, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობებისა და ფასეულობებისა, ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ. ეს არის ის, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნება აღსრულდეს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი ამომრჩეველთა ცენზურის და დაშინების. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება არაერთი მცდელობა, რომ ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს ვერ გამოხატოს თავისი თავისუფალი ნება. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობების და შეხედულებების პოლიტიკოსები პირველად საქართველოს ისტორიაში, ერთ ოლქში შევიკრიბეთ და ვერთიანდებით, რომ გავცვლით ინფორმაციას და ინფორმაციის გაცვლის შედეგად მოვახდენთ ქმედებების კოორდინირებას, რათა დავიცვათ ამომრჩევლის ნება”,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

მემორანდუმის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად


წლების განმავლობაში სიძულვილზე, დაშინებაზე, შანტაჟზე, პროვოკაციაზე, სახელმწიფო რესურსის უკანონოდ გამოყენების და სხვა მავნე პოლიტიკური ბრძოლის წესებზე დანერგილი საარჩევნო კამპანია ანგრევს საზოგადოებას და ქვეყანას უკარგავს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.



ერთი კონკრეტული საარჩევნო უბანი მთელი საქართველოს სახეა. ხალხის დაკვეთა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგია. დღეს მთავარი გამოწვევა თითოეული ხმის დაცვაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამომრჩევლის ნება აღსრულდეს.  


ამიტომ, ჩვენ, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები, ვთანხმდებით: 2020 საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში უკანონობის გამოვლენის შემთხვევაში დავიცავთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი კონკურენტი მაჟორიტარი კანდიდატების უფლებებს; დარღვევების შესახებ მოვახდენ ინფორმაციის გაცვლას; შევიმუშავებთ თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმებს  ჩვენი  და სხვა კანდიდატების ამომრჩევლების ხმების დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად.


ამ პრინციპების აღსასრულებლად, ერთობლივი ძალით ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ, როგორც ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ შესაძლებლობებს, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს, რომელთა ერთ-ერთი რჩევა და რეკომენდაცია ქვეყნის განვითარებისთვის, არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებაა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up