დიდთოვლობისა და ყინვის წინაშე უძლური დასავლეთ საქართველო

დიდთოვლობისა და ყინვის წინაშე უძლური დასავლეთ საქართველო

access_time2016-01-05 19:13:01

დიდთოვლობამ და ყინვამ ბოლო დღეებში არაერთი მძიმე პრობლემა შექმნა საქართველოს მასშტაბით და ძირითადად – დასავლეთ საქართველოში. იმის გარდა, რომ, მაგალითად, იმერეთის, სამეგრელოსა თუ გურიის სოფლების ნაწილი ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ადგილობრივები უჩივიან გადაადგილების პრობლემასაც, რაც შიდა გზების გაუწმენდაობით არის განპირობებული. 


ნინა მამინაიშვილის ოჯახმა გურიის სოფელ შემოქმედში საახალწლო დღეები დიდწილად ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, თუმცა, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედს მაინც გაუმართლა და ახალ წელს სანთლის შუქზე არ შეხვდა:


„შუქი არ იყო 31-ში და მოვიდა ძალიან გვიან, ალბათ, 11–ის ნახევარზე... 1 იანვარს იყო შუადღემდე და მერე წავიდა... ბედობას (2 იანვარს) არ იყო მთელი დღე და გვიან მოვიდა... ძირითადად არც გუშინ (3 იანვარს) იყო შუქი – შუადღისას გააკეთეს, უფრო სწორად, და მერე მოვიდა... დღეს კი, ისევ არ არის... ასევე არის გადაადგილების პრობლემა – ექიმთან რომ წახვიდე, ქალაქ ოზურგეთამდე ვერ ჩახვალ, რადგანაც ტრანსპორტი არ მოძრაობს. ფეხით წახვალ და მოყინულია გზა და დაიმტვრევი...“


ტრანსპორტის არარსებობის პრობლემა, თავის მხრივ, დიდთოვლობით არის განპირობებული და, მიუხედავად იმისა, რომ, ნინა მამინაიშვილის თქმით, გზები გაიწმინდა კიდეც, მაინც სულ გასაწმენდია და გადაადგილება შეუძლებელია.



დიდთოვლობამ და ყინვამ დიდი პრობლემები შექმნა აჭარაშიც. მაღალი სართულიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ 4 იანვარს მნიშვნელოვნად დააზარალა მაღაზია „წიგნები ბათუმში“ და, შენობის ნაწილის ჩამონგრევის გარდა, პირველადი ინფორმაციით, მაღაზიაში გაფუჭდა 400-მდე წიგნი. მაღაზიის წარმომადგენლის მარი კორინთელის თქმით, კონკრეტულად ამ ფაქტის გამო ისინი პასუხისმგებლობას არავის აკისრებენ, თუმცა დიდთოვლობის შედეგად ბათუმში გამოვლენილმა სხვა პრობლემებმა გაუსაძლისი სიტუაცია შექმნა:


„რაღაც კატასტროფა ხდება... იმიტომ, რომ გზები არ იწმინდება და არც სახურავები. კონკრეტულად ჩვენი შემთხვევა არავის ბრალი არ არის, რადგანაც მე-10 სართულიდან მომწყდარი თოვლი დაგვეცა, მაგრამ, ზოგადად, ქალაქში პატრონი არ ჰყავს აქაურობას... რამდენი დღეა უკვე მოყინულია გზები და აბსოლუტურად არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მთავარი ქუჩები მაინც გაიწმინდოს...“

 

ტრანსპორტისა და გადაადგილების პრობლემის გარდა, 4 იანვრის მდგომარეობით, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი აჭარის რაიონის 10-მდე სოფელი. უშუქობას უჩიოდა ასევე ათასობით აბონენტი გურიაში, იმერეთსა თუ სამეგრელოში. 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე პრობლემებს ქმნიან ზამთრისთვის არასათანადოდ მომზადებული ავტომობილები და ამიტომ მოუწოდებენ მძღოლებსს არ გადაადგილდნენ შესაბამისი კონდიციის ზამთრის საბურავების გარეშე.


 

დიდთოვლობისა და ყინვის გამო ამ ეტაპისთვის შექმნილ ძალიან მძიმე სიტუაციაში დამაიმედებელი მხოლოდ ის არის, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება აღარ არის მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოსგრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ნალექი, თოვლის სახით, მხოლოდ მთაში და მაღალმთაში შენარჩუნდება. იმავე წყაროს ცნობით,  5 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ყინვა შესუსტდება და, 10 იანვრის ჩათვლით, ნალექს ძირითადად წვიმის სახე ექნება. 6 და 7 იანვარს დედაქალაქში +10 +11 გრადუსია მოსალოდნელი.

 

რადიო "თავისუფლების" მასალები



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up