დიდთოვლობამ სვანეთში არსებული სასტუმროები დააზარალა

დიდთოვლობამ სვანეთში არსებული სასტუმროები დააზარალა

person access_time2016-01-09 11:00:47

დიდთოვლობის შედეგად საავტომობილო გზებზე და ავიამიმოსვლაში შექმნილი შეფერხებების გამო სვანეთში მდებარე სასტუმროები ზარალს განიცდიან. როგორც „კომერსანტს" სასტუმრო „თეთნულდის" წარმომადგენელმა განუცხადა, დიდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა, მართალია გზები იწმინდება, მაგრამ, ტურისტებმა უსაფრთხოების გამო რამდენიმე ჯავშანი მაინც გააუქმეს.


მისი ინფორმაციით, სვანეთში უკვე გამოიდარა და რამდენიმე დღეში 20–კაციან ჯგუფს ელოდებიან.

 

„30 დეკემბრამდე სასტუმროს 50-60 პროცენტი დაკავებული იყო. დამსვენებლების დიდი პროცენტი უცხოელები იყვნენ. ახლა გამოიდარა და იმედი გვაქვს, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება"-აცხადებენ „თეთნულდში".


დიდთოვლობამ და ცუდმა ამინდებმა პრობლემა შექმნა მესტიაში მდებარე სასტუმრო „სეტშიც". სასტუმროს ხელმძღვანელი დავით ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამის გამო ტურისტების უმეტესმა ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა არ შესრულებულა ავიარეისიც.


 

„გზები იწმინდება, თუმცა, ხალხმა უსაფრთხოების გამო მიიღო ჯავშნების გაუქმების გადაწყვეტილება. უკვე გამოიდარა, აღარ თოვს და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება"-აცხადებს ჟორჟოლიანი.

 

მისი თქმით,ამინდის გაუარესებამდე შიდა ტურიზმი საკმაოდ აქტიური იყო.


ამ დროისთვის ტურისტები საერთოდ არ ჰყავთ სასტუმრო „ნენსკრაში" . მათი ინფორმაციით, სასტუმრო რამდენიმე დღის წინ ნენსკრა ჰესზე მომუშავე მუშებმა დატოვეს, ახალი დამსვენებლები კი არ ჰყავთ.


სრულიად საპირისპიროს ამბობენ მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. მათი ინფორმაციით, დიდთოვლობას მესტიის სასტუმროებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. არ გაუქმებულა არცერთი ჯავშანი და ზამთრის სეზონი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.




პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up