„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები სამდღიანი სამიტის შედეგად,რუსეთს მოუწოდებენ, მადესტაბილიზებელი ქმედებები შეწყვიტონ — ამის შესახებ ლოდერების მიერ მიღებულ საერთო კომუნიკეშია ნათქვამი, რომლის ტექსტსაც სააგენტო „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.
„ვადასტურებთ, რომ დაინტერესებული ვართ რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობაში და განვაგრძობთ ურთიერთქმედებას იქ, რომელ სფეროში გვაქვს ურთიერთინტერესი. ვადასტურებთ რუსეთისადმი ჩვენ მოწოდებას, შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები, მათ შორის სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე ვალდებულებები ადამიანის უფლებათა კუთხით“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ კომუნიკეში.
შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ გაააქტიურონ ბრძოლა დეზინფორმაციასთან და კიბერდანაშაულთან, განსაკუთრებით ჰაკერული საქმიანობის წინააღმდეგ ვირუსების გამოყენებით, რის შესახებაც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.