„დიდი შვიდეულის“ სამიტის მასპინძელ ქალაქში მოულოდნელად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მასპინძელ ქალაქში მოულოდნელად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

access_time2019-08-25 22:30:38

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, წერს ბრიტანული Telegraph-ი.


მისმა გამოჩენამ დიპლომატიურ წრეებში დაბნეულობა გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანელ დიპლომატს გასულ თვეს სანქციები დაუწესა.

ფრანგულ დიპლომატიურ წრეებში გავრცელებული ცნობით, ემანუელ მაკრონმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტროს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ამერიკელ კოლეგას გუშინ გამართულ ლანჩზე მიაწოდა. სხვა კოლეგებს კი ამის შესახებ სადილის დროს აცნობა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ ზარიფის ვიზიტის შესახებ ირანელი დიპლომატის ბიარიცში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.


თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზარიფი მოლაპარაკებას 2015 წლის ბირთვული პროგრამის შეთანხმების გადარჩენაზე აპირებს და მის გეგმებში სარაკეტო პროგრამის განხილვა არ შედის. მისივე ცნობით, ტრამპთან და აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკება დაგეგმილი არ არის.


გარდა იმისა, რომ სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ასევე განიხილეს ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრის საკითხი, ტრამპის სავაჭრო ომი ჩინეთთან. მაკრონმა კი განაცხადა, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი სამიტი, რომელზეც ერთობლივ კომუნიკეს არ მიიღებენ.



ფრანგი დიპლომატების არაოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონულ და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებს განიხილავენ.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.





კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის

საქორწილო ტურიზმი საქართველოში და ყველაზე პოპულარული ლოკაცია უცხოელებისთვის
access_time2020-01-25 12:00:29
როგორია საქორწილო ტურიზმი საქართველოში და რა ლოკაციაა ყველაზე პოპულარული უცხოელებისთვის ? - ამ თემაზე ისაუბრეს რადიო კომერსანტზე Malibu Flowers • მალიბუს ყვავილები-ს დამფუძნებლებმა მარიამ კლდიაშვილმა და ლიკა ჯიღაურმა. „ჩვენი კომპანია მოიცავს ქორწილის,როგორც ორგანიზებას, ისე გაფორმებას. ვმუშაობთ დეკორაციაზე, ყვავილებსა და სხვადასხვა დეკორაციაზე,რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ. ასევე ვგეგმავთ და ვაფორმებთ კორპორატიულ ღონისძიებას, ივენთებს,...

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...


მსგავსი სიახლეები

up